ორგანიზმი ასაკთან ერთად ბერდება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ყველა პროცესი ნელდება, მცირდება კუნთოვანი და ძვლოვანი მასა, ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა. ამის შედეგად ორგანიზმი ინახავს იმ ცხიმებსა და მიღებულ ენერგიას, რასაც აქამდე ადვილად ინელებდა – ანუ თავს იჩენს სიმსუქნის ნიშნები. ამის საწინააღმდეგოდ არსებობს შესანიშნავი დიეტა:
მიმართეთ ენდოკრინოლოგს, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დონე, მისი ჰორმონები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. თუ დარღვევა აღმოგაჩნდებათ, გაიარეთ მკურნალობის მედიკამენტოზური კურსი.
შეიმოწმეთ ჰორმონული ფონი. კლიმაქტერული ცვლილებები თავს იჩენს პროგესტერონის დონის დაქვეითებაში, ესტროგენების უსისტემო გამოტყორცნაში. ასეთი ცვლილებები იწვევს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირების გართულებას.
მოიწესრიგეთ ნაწლავების მუშაობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის გასუფთავება შეიძლება სამდღიანი დეტოქს-დიეტის დახმარებით.
შეცვალეთ კვების სისტემა – აქ საუბარია უკვე თვით დიეტაზე, რომელიც არა დიეტა, არამედ ცხოვრების ახალი სტილი. უნდა შეამციროთ კალორიების დღეღამური მოთხოვნილება 30%ით, ასევე შეამცირეთ ცხოველური ცხიმების და სწრაფი ნახშირწყლების მოხმარება. და რა თქმა უნდა უარი უნდა თქვათ შაქარსა და მარილზე.
იკვებეთ დღეში ოთხჯერ ან ექვსჯერ, საუზმე არასდროს გამოტოვოთ.ხილი და ტკბილეული მიირთვით დღის პირველ ნახევარში, ნახშირწყლების ძირითადი პორცია – სადილად. თავიდან აიცილეთ ცხიმიანი საკვების მიღება საღამოობით.
უკუნაჩვენებია მკაცრი დიეტა, რაც მთლიანად გამორიცხავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ამან შეიძლება შეუქცევადად დაარღვიოს ნივთიერებათა ცვლა. თუ გსურთ ცხოველური ცხიმები გამორიცხოთ, რაციონში კვერცხი მაინც დატოვეთ.
არ შეიძლება დაწოლა ცარიელი კუჭით. თუ საკვებს ადრე მიიღებთ, შეიძლება ძილამდე ერთი ჭიქა ცხელი რძის დალევა. ის აწყნარებს ნერვულ სისტემას და აქრობს შიმშილის გრძნობას.
თუ ამ ყველაფერს შეასრულებთ, დიეტის შედეგებით მართლაც კმაყოფილი დარჩებით.
დაიცავით წყლის ბალანსი, წყალი აუცილებელია არამხოლოდ ნივთიერებათა ცვლისთვის, არამედ კანისთვისაც. კანი ასაკთან ერთად კარგავს ტენიანობას. დალიეთ დღეში დაახლოებით ორი ლიტრა სითხე. როცა წყლის ბალანსი ნორმაშია, მაშინ ცხიმებიც სწრაფად იხარჯება.
იძინეთ კარგად. დაიძინეთ არაუგვიანეს თორმეტი საათისა და გეძინოთ არანაკლებ შვიდი საათი.
თუ თქვენ უკვე აკონტროლებთ კვებას, გაისუფთავეთ ორგანიზმი შლაკებისგან, სვამთ საკმარის სითხეს, ჩამოიყალიბეთ დღის რეჟიმი, შეიმოწმეთ ჰორმონული ფონი და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა, არ დაგავიწყდეთ ასევე თუნდაც მსუბუქი ფიზიკური დატვირთვების არსებობის შესახებ. სხვა შემთხვევაში ყველა პრობლემა უკან დაბრუნდება. სილამაზეს აქტიური ადამიანები უყვარს.