მთავარი ასტროლოგია ზუსტი აღმოსავლური ჰოროსკოპი 2020: მამლის წელში დაბადებულები დაქორწინდებიან, ვეფხვები ვალებს დაფარავენ.

ზუსტი აღმოსავლური ჰოროსკოპი 2020: მამლის წელში დაბადებულები დაქორწინდებიან, ვეფხვები ვალებს დაფარავენ.

by Keti

2020 წლის 5 თებერვალს ჩინური ახალი წელი იწყება, რომლის მფარველიც არის ყვითლი მიწის ღორი. რა ელის სხვადასხვა წელში დაბადებულ ადამიანებს, შევეცდებით ამ სტატიით მოგახსენოთ.

1. ვირთხა (1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996)

ვირთხა  მიზანსწრაფული ცხოველია, ყვითელი ღორი მისი შეუპოვრობით აღფრთოვანებულია და ვირთხებს მრავალ შესაძლებლობას აძლევს. ვირთხებისთვის ოჯახურ ცხოვრებაში უთანხმოებები დალაგდება, მარტოხელებს კი ეწვევათ სიყვარული, დაოჯახება და შემდეგ შვილებიც.

ვირთხისთვის ბედნიერი თვეებია: თებერვალი, აპრილი, ოქტომბერი

2. ხარი (1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009)

შეუპოვარი ხარი წელს მიიღებს თავისი აქტიური შრომის ნაყოფს, გამოსწორდება მათი პირადი ცხოვრება. ამ წელს ხარებს უმართლებთ – მათ საოცნებო მოგზაურობები ელით, თუმცა სასურველია ახლობლებთან ერთად გაემგზავრონ – ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

ბედნიერი თვეები: მარტი, მაისი, აგვისტო

3. ვეფხვი (1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010)

ვეფხვი დაპირებებს ყოველთვის ასრულებს. ამ წელს არ ღირს მათი ჩართვა ხანგრძლივ პროექტებში, სჯობს იმით დაკავდნენ, რაც სწრაფ შედეგს მოუტანთ. მარტოხელა ვეფხვებს პირად ცხოვრებაში წარმატებები ექნებათ – სერიოზული ურთიერთობებიც არ დააყოვნებს.

ბედნიერი თვეები: აპრილი, მაისი, სექტემბერი

4. კურდღელი (1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011)

მოლაპარაკებების, მორიგების, კომპრომისზე წასვლის უნარი დაეხმარება კურდღელს დასახული მიზნის მიღწევაში. სამსახური, ოჯახი, გატაცებები – ყველგან ნანატრი ცვლილებებია მოსალოდნელი. ასტროლოგები მათ ურჩევენ ყველაფერს ერთდროულად არ შეეჭიდონ, ამოარჩიონ მნიშვნელოვანი, რათა წლის ბოლოს საკუთარი თავით იამაყონ.

ბედნიერი თვეები: სექტემბერი, ოქტომბერი, დეკემბერი

5. დრაკონი (1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012)

მაცდური შეთავაზებები წამოვა ყველა მხრიდან, მაგრამ არ უნდა მოედონ ყველაფერს. სათანადო და სათადარიგო გეგმის შემუშაება წინასსწარ არის საჭირო. ოჯახში მატებაა მოსალოდნელი, დრაკონებისთის ეს წელი საუკეთესო დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვის დასაწყებად. მათ ბევრი დრო უნდა ატარონ ბუნებაში, განმარტოებით.

ბედნიერი თვეები: თებერვალი, მაისი, ივლისი

 

6. გველი (1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013)

გველისთვის უმჯობესია ძველი და ჩვეული რიტმით ცხოვრება. მათი ყოველი ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს. წლის დიდ ნაწილს დაიკავებს ფინანსური საკითხი, მაგრამ დიდი კაპიტალის დაგროვებას ვერ მოახერხებენ. პირად ცხოვრებაში უნდა ახსოვდეთ სიბრძნე: ,,სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერთან.”

ბედნიერი თვეები: მარტი, ივნისი, ივლისი, დეკემბერი

7. ცხენი (1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014)

ცხენების შრომისმოყვარეობა ფინანსურად დასაჩუქრდება, იქნება სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებული შემოთავაზებები. ასევე წარმატება ექნებათ საკუთარი საქმის წამოწყების მოსურნეთ. ცხენებს ცვლილებები ელით პირად ცხოვრებაშიც. თუ უკვე არსებულ ურთიერთობაში არსებობს ეჭვები, სჯობს ურთიერთობების გაწყვეტა სწორედ ამ – 2019 წელს.

ბედნიერი თვეები: აპრილი, ივლისი, დეკემბერი

 

8. თხა (1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015)

იმისკენ სწრაფვისას, რომ ყველაფერი შეიმეცნონ, თხები ხშირად რქებს იმტვრევენ, თუმცა წარუმატებლობა მათ ვერ შეაშინებს. ეს წელი მათ სთავაზობს შესანიშნავ პერსპექტივებს ფინანსური ჯილდოებისა თუ პატივისცემის მოპოვების კუთხით. თხებს ყველაფერი გამოუვათ, რაშიც თავის გამოჩენას მოინდომებენ: ახალი ჰობი, ახალი პროფესიების დაუფლება.

ბედნიერი თვეები: მარტი, სექტემბერი ოქტომბერი

9. მაიმუნი (1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016)

მათ სხვადასხვა ამბის სიუხვე თავბრუს დაახვევს, ამიტომ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვაა საჭირო. ამით ყველანაირ სირთულეს წარმატებით დაძლევენ, პერიოდულად გაუჩნდებათ ეჭვები არჩევანის სისწორესთან დაკავშირებით. საჭიროა, მოუსმინონ იმ ადამიანების რჩევებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან. გაზაფხულზე მაიმუნებს განსაცდელი ელით, მათივე სიმტკივის შესამოწმებლად.

ბედნიერი თვეები: მაისი, სექტემბერი, ნოემბერი

10. მამალი (1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017)

მათ მოუნდებათ ყველაფრის შეცვლა; სამსახურის, გარემოცვის, იმიჯის. ყველა ჩანაფიქრი განხორციელდება და მამლები მიაღწევენ სასურველ აღიარებას. ფინანსური წარმატებების პარალელურად დიდ მნიშვნელობას შეიძენს ნათესაური კავშირები. მომავალი წელი მამლებისთვის ხელსაყრელი იქნება დასაოჯახებლად.

ბედნიერი თვეები: ივლისი, ოქტომბერი, დეკემბერი

11. ძაღლი (1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)

ეს წელი მათთვის წარმატებული იქნება – კარიერა მწვერვალს მიაღწევს, პირადი ცხოვრება დალაგდება. კარგი დროა წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად და ახალ სფეროში ძალების მოსინჯვისთვის. მარტოხეოლა ძაღლებს ბედნიერი შეხვედრები ელით. კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთებისას, უპირატესობა სიყვარულს უნდა მიანიჭონ.

ბედნიერი თვეები: ივლისი, დეკემბერი, ოქტომბერი

 

12. ღორი (1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019)

თავისი მეურვეობის ქვეშ მყოფთათვის მიწის ღორმა შეარჩია მრავალი სასიამოვნო სიახლე. ასტროლოგები ღორებს სთავაზობენ სამსახურში საქმეების მოგვარებას, გაუფრთხილდნენ ფულს, შეინარჩუნონ ან შექმნან ოჯახი. გრძნობისმიერ საქმეებში ღორებს ჰარმონიული ცხოვრება ელით. მყარ ოჯახურ წყვილებს შეუძლიათ წამოიწყონ ერთობლივი საქმე.

ბედნიერი თვეები: მარტი, მაისი, ნოემბერი