ეს დიეტაა შიმშილის გარეშე, რომელიც განსაკუთრებით გაახარებს წიწიბურას მოყვარულთ. მისი ჭამა ხომ პრაქტიკულად შეუზღუდავად შეიძლება. წიწიბურას დიეტის შედეგია მინუს სამი კილოგრამი კვირაში, თუმცა ეს მიახლოებითი და ფარდობითი ციფრია.
რაში მდგომარეობს წიწიბურასა და კეფირის დიეტის ეფექტურობა?
წიწიბურას ბურღული დაბალკალორიული პროდუქტია და დაუჯერებლად მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ის შეიცავს ბევრ ცილას, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ვიტამინებსა და ამინომჟავებს. კეფირი საჭმლის მონელებას ასტიმულირებს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები. ამ დიეტის შემდეგ უმჯობესდება კანის მდგომარეობა, ასევე მას აქვს სამკურნალო მოქმედება, გვეხმარება უძილობისა და სტრესისგან გათავისუფლებაში. წიწიბურა გვაძლევს სიმაძღრისა და დანაყრების შეგრძნებებს.
წიწიბურას დიეტის უკუჩვენებები
მონო დიეტის დროს რეკომენდირებულია დამატებითი პოლივიტამინების მიღება, რადგან წიწიბურა ორგანიზმს არ აძლევს ყველა აუცილებელ მიკროელემენტს. ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის დიეტა უკუნაჩვენებია. ხანგრძლივად არ უნდა მიიღონ საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებმა.
დიეტა შვიდ დღეზე
დიეტის დროს თქვენი რაციონი უნდა შეადგენდეს წიწიბურას ნებისმიერი რაოდენობით, უცხიმო კეფირს კი – არაუმეტეს ერთი ლიტრისა დღეში. სითხეებიდან – მწვანე ჩაი ან წყალი. არ გამოიყენება შაქარი, მარილი და კარაქი. კეფირი სვით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან იგივე დროის გასვლის შემდეგ. წონის კლება იწყება მესამე დღიდან.
დიეტის შემდეგ არ ღირს ეგრევე დაიწყოთ დიდი რაოდენობით ცხიმიანი და ტკბილი პროდუქტების მირთმევა. კვების პირველად რეჟიმს უნდა დაუბრუნდეთ ეტაპობრივად. ამიტომ რაციონში ჩართეთ უცხიმო ხორცი, თევზი, ბოსტნეული, თხილი და მწვანილი.
გახსოვდეთ, რომ სასურველი შედეგი ითხოვს ძალისხმევას, ნებისმიერი დიეტა სწრაფი გახდომისთვის – მძიმე და შრომატევადია. თუ თქვენ ერთი კვირა მიიღებთ მხოლოდ წიწიბურას კეფირთან ერთად, ხოლო შემდეგ მალევე დაუბრუნდებით კვების პირველად ჩვევებს, თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ დაიკარგება.
დააბალანსეთ თქვენი კვება და არ დაივიწყოთ ფიზიკური ვარჯიშები. გახდომის პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო. თუ მოგეწონათ ეს ინფორმაცია, მოუყევით ამის შესახებ თქვენს მეგობრებს!