მთავარი ასტროლოგია ცნობილმა ასტროლოგმა კარტები გახსნა: აი, ბედნიერი წლები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ცნობილმა ასტროლოგმა კარტები გახსნა: აი, ბედნიერი წლები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by Keti

თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში აქვს როგორც წარმატებული, ისე მძიმე წლები. ყველას აინტერესებს თუ რასთანაა ეს ეტაპები დაკავშირებული. ასტროლოგი პავლე გლობა დარწმუნებულია, რომ წარმატების საიდუმლო ვარსკვლავთა განლაგებაში იმალება.

ზოგს ასეთი განმარტება აბსურდული მოეჩვენება, ზოგს – დაუჯერებელი. თუმცა დადგენილია, რომ ადამიანის ცხოვრება და მისი პერიოდები მჭიდროდაა დაკავშირებული ზეციური სხეულების განლაგებასთან, რომლებიც დაბადებიდან განსაზღვრავენ ჩვენს ბედს.

ჩვენ მოგიყვებით თქვენი ცხოვრების ყველაზე წარმატებულ წლებზე. გაიხსენეთ წარსული და შეიხედეთ მომავალში – თქვენ გელით დასამახსოვრებელი მომენტები.

1. ვერძი

პოზიტიური მოვლენები მეტი იქნება, ვიდრე ნეგატიური. ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76. ამ წლებში მომხდარი ამბები თუ ყველაზე კარგი არ იქნება, აღსანიშნავი მაინც გამოდის, როგორც საეტაპო.

2. კურო

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. დაბადებიდან 30 წლამდე პერიოდი სასიამოვნო დიდად არ არის, მაგრამ 30 წლის შემდეგ ნამდვილი გაფურჩქვნა გელოდებათ.

3. ტყუპები

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80. ძალიან მძიმე პერიოდები არც გქონიათ და არც გექნებათ. თქვენი ცხოვრება გპირდებათ, რომ იქნება მშვიდი და ბედნიერი.

4. კირჩხიბი

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75. 30 წლამდე რომანტიკულ ტალღაზე იქნებით. შემდეგ თქვენი ემოციურობა ცოტა ჩაცხრება, თუმცა ყველაფერი მოსაწონად ვერ გექნებათ.

5. ლომი

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 60, 76. დაუოკებელი ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ ღირსეულად გადალახოთ როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები.

6. ქალწული

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 16, 21, 24, 32, 41, 50. ყველაზე მეტი ემოცია და სასიამოვნო მოგონება კარიერასთან არის დაკავშირებული. სამუშაო მოგიტანთ არანაკლებ კმაყოფილებას, ვიდრე ოჯახური ცხოვრების სიხარული.

7. სასწორი

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72. მნიშვნელოვანი მოვლენების სიმრავლე უეცარ წარმატებამდე მიგიყვანთ. ცხოვრების გზაზე შეხვედრილი ყველა დაბრკოლება მიიღეთ მადლიერებით. ის შეიძლება თქვენთვის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებული საფეხური აღმოჩნდეს.

8. მორიელი

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 45, 50, 60, 74. რეკომენდაციას გაძლევთ დაიოკოთ თქვენი ბობოქარი ხასიათი. ყველა სიძნელე, რომელიც ცხოვრებაში შეგხვდებათ, მხოლოდ თქვენ მიერ იქნება შექმნილი.

9. მშვილდოსანი

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75. თითოეული განვლილი წელი შეუფასებელ გამოცდილებას შეგძენთ. იქნებით რეალურად წარმატებული და ბედნიერი ადამიანი.

10. თხის რქა

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57. დამახსოვრეთ ეს თარიღები, ბედის ცვალებადობა მოგიტანთ როგორც სიხარულს, ასევე მწუხარებას. მზად იყავით ნებისმიერი გამოცდისთვის, მათ კარგად გაართმევთ თავს.

11. მერწყული

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. მიუხედავად იმისა, რომ არ გჯერათ სხვადასხვა ცრურწმენის, ერთხელაც შეამჩნევთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას ამ წლებში მიაღწიეთ.

 

12. თევზები

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლებია 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60. გადაჭაბებული ემოციურობა ხელს გიშლით კარგი მომენტებით ტკბობაში და იმაში, რომ ცვლილებები სიხარულით მიიღოთ. გაცილებით ბედნიერი გახდებით, როგორც კი შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ.

განეწყვეთ დადებითი პერიოდების მიმართ წინასწარ, ასე თქვენ გეცოდინებათ, როდის უნდა ელოდოთ სერიოზულ ცვლილებებს, ხოლო საჭირო დროს გაიგებთ, რომ მზად ხართ ნებისმიერი გამოცდისთვის.