მთავარი რჩევები ახალი წლის შემდეგ 5კგ მოვიმატე. ახლობელმა დიეტოლოგმა ეს დიეტა შემიდგინა. თქვენც სცადეთ.

ახალი წლის შემდეგ 5კგ მოვიმატე. ახლობელმა დიეტოლოგმა ეს დიეტა შემიდგინა. თქვენც სცადეთ.

by Keti

გადაჭარბებული ჭამა-სმის შედეგად ორგანიზმში ცხიმთან ერთად გროვდება ზედმეტი სითხე და მოუნელებელი საკვები.

ნუთუ შეიძლება ზედმეტი წონის თავიდან აცილება ახალი წლის შემდეგ თუ თავს ვერ შევიკავებთ ხორცეულის, მაიონეზისა და ტკბილეულისგან? საიდუმლო არაფერი არ არის, ყველაფრისთვის სამი დღე დაგჭირდებათ. ეს დიეტა განსხვავდება გახდომის სხვა რეჟიმებისგან: ნახშრიწყლების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო მცენარეული ცილა საკმარისზე მეტი უნდა მიიღოთ.

ახალი წლის შემდგომი სამდღიანი დიეტა: მენიუ

საუზმემდე ნახევარი საათით ადრე: ერთი ჭიქა თბილი წყალი ორი სუფრის კოვზ ლიმონის წვენთან ერთად. ეს საჭიროა ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციისთვის.

საუზმე: უცხიმო იოგურტი, ხილი.

ლანჩი: სტაფილოსა და ვაშლის კოქტეილი. წვენსაწურში გაწურეთ ერთი ვაშლისა და ერთი სტაფილოს წვენი.

სადილი: ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით, მარილისა და სანელებლების გარეშე.

ვახშამი: უცხიმო ხორცი ან თევზი, გარნირად მოთუშული ბოსტნეული

სამდღიანი განტვირთვითი დიეტის ეფექტურობის გასაზრდელად, გირჩევთ, ვახშმიდან ერთი საათის შემდეგ დალიოთ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, უშაქროდ.

როგორ შევინარჩუნოთ სამდღიანი დიეტის შედეგები

პირველ რიგში, ნუ შეჭამთ ხუთ საათზე გვიან. ბევრს ეს წესი ზედმეტად მკაცრი მოეჩვენება, თუმცა მისი დაცვით პირვანდელ ფორმაში, და შეიძლება უკეთესშიც, ძალიან მალე ჩადგებით.

მეორე, დაფიქრდით ჩვეული მენიუს შეცვლაზე: შეწვის ნაცვლად გამოაცხეთ, მაიონეზი ჩაანაცვლეთ ზეთით, შებოლილი პროდუქტები მეტი ბოსტნეულით შეცვალეთ

მესამე, უარი თქვით სხვა სასმელებზე გარდა წყლისა და მწვანე ჩაისა. დალიეთ ორ ლიტრამდე სითხე ყოველდღე და ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

გული არ დაგწყდეთ სარკეში თქვენი გამოსახულების ყურებისას, რადგან ასეთი უბრალო დიეტა, ახალი წლის შემდეგ, დაგეხმარებათ პირველადი წონის დაბრუნებაში, ამას კი დიდი ძალისხმევის გარეშე გააკეთებთ. მაშინვე რადიკალურ ზომებს არ მიმართოთ, არ იშიმშილოთ. ეს სტრესია და ამ დროს ორგანიზმი ცხიმების დაგროვებას იწყებს, ნაცვლად მათგან გათავისუფლებისა.

მოუყევით მეგობრებს და გახდით ერთობლივად!