ცილები – ახალი უჯრედების წარმოქმნისთვის, ჰორმონების და სხვადასხვა ფერმენტების სინთეზისთვის და ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელი ელემენტებია. ცილის დიეტის პრინციპი შიმშილს გააქრობს, კუნთებს გააძლიერებს და ორგანიზმს დაეხმარება ცხიმი დაწვას, განსაკუთრებით მუცელსა და თეძოებზე.
ცილის დიეტა გახდომისთვის
ნახშირწყლები რაციონიდან ბოლომდე განდევნილი არაა, რათა ორგანიზმის მუშაობა არ დაირღვეს.
ცილის დიეტის № 1 სქემა
დილით, გაღვიძებისთანავე, უზმოზე დალიეთ 250მლ თბილი წყალი.
30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ: 1 მოხარშული კვერცხით.
დიეტის პერიოდის პირველ ნახევარში სადილზე, ლანჩზე და ვაშამზე მოხარშული ქათმის ხორცი მიირთვით.
დღიური ნორმაა 800გ.
დიეტის პერიოდის მეორე ნახევარში კუჭის გასუფთავებას მიხედეთ: ყოველდღე მიირთვით 1.5 კგ-მდე ნედლი ბოსტნეული
შეგიძლიათ ყოველდღე მოიმზადოთ ჭარხლის სალათი.
მთელი დიეტის განმავლობაში დღეში მინიმუმ 2ლ წყალი სვით.
ცილის დიეტის № 2 სქემა
10 დღის განმავლობაში დღეში 2 ლიტრი წყალი სვით, ასევე ასკილის ნაყენი.
პირველ დღეს მხოლოდ მოხარშული კვერცხი მიირთვით: 4-6ცალი.
მეორე დღე თევზისაა. მოხარშული უცხიმო თევზი მიიღეთ სასურველი რაოდენობით.
მესამე დღეს მხოლოდ უცხიმო ხაჭო მიირთვით, დანაყრებამდე თუმცა არა გადაჭარბებულად.
მეოთხე დღეს მიირთვით მოხარშული ქათმის ხორცი.
დიეტის მეხუთე დღეს ნახშირწყლებს მიმართეთ. მოხარშეთ 1 კგ კარტოფილი ქერქში. მიირთვით მარილის გარეშე.
მეექვსე დღე მოხარშულ უცხიმო საქონლის ხორცს ეთმობა. მიირთვით დანაყრებამდე.
მეშვიდე ბოსტნეულის დღეა. მოამზადეთ სალათები.
მერვე დღე მათთვისაა, ვისაც ტკბილი მოენატრა: დღის რაციონი ხილისგან შედგება.
მეცხრე დღეს მხოლოდ კეფირი დალიეთ, დაახლოებით 1.5 ლ.
მეათე დღე გამწმენდია. დალიეთ მხოლოდ ასკილის ნაყენი და წყალი.
დიეტის შესრულების შემდეგ განტვირთვის დღე მოაწყვეთ. აირჩიეთ ნებისმიერი დღის პროდუქტები. შედეგი შთამბეჭდავი იქნება. ქრონიკული დაავადებების დროს მსგავს დიეტას ნუ გამოიყენებთ.