მთავარი კულინარია 2 კვერცხი, 1 ლიმონი, 200 მლ კეფირი: ვიღებთ ამ ინგრედიენტებს და ვამზადებთ უგემრიელეს ორცხობილას.

2 კვერცხი, 1 ლიმონი, 200 მლ კეფირი: ვიღებთ ამ ინგრედიენტებს და ვამზადებთ უგემრიელეს ორცხობილას.

by Keti

ქალები, რომლბიც გახდომას ცდილობენ, დიდი ხანია შეგუებუნი არიან იმ აზრთან, რომ კვების რაციონიდან ცომეულის ამოღება მოუწევთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს დიეტა, რომლის დროსაც შეიძლება და აუცილებელიც კია ორცხობილის მირთმევა.

ამერიკელმა დიეტოლოგმა სენდორფ სიგალმა შეიმუშავა მეთოდი, თუ როგორ ვიყოთ ტანადი შვრიის ორცხობილის დაბალკალორიულობის გათვალისწინებით. სიგალის რეცეპტი საიდუმლოდ ინახება, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის ჩვენებური ექსპერიმენტების ჩატარებაში.

გთავაზობთ მოამზადოთ არომატული და დაბალკალორიული ლიმონის ნამცხვარი. დაღერღილი ხორბლის ფქვილი, დაფქული შვრია, უცხიმო კეფირი და სტევია შაქრის ნაცვლად – ყველა ეს ინგრედიენტი ისეთი თანაფარდობითაა შერჩეული, რომ ფიგურას არ ვავნოთ.

ორცხობილა კეფირზე

ინგრედიენტები

ერთი ლიმონი

ასი გრამი დაღერღილი ხორბლის ფქვილი

ასი გრამი დაფქული შვრია

ორი კვერცხი

ორასი მილილიტრი უცხიმო კეფირი

ხუთი გრამი გამაფხვიერებელი

სტევია – გემოვნებით

შაქრის პუდრა მოსართსვად (სურვილის მიხედვით)

მომზადება

1. შეურიეთ შვრია და ფქვილი, დაამატეთ გამაფხვიერებელი და სტევია.

2. ჩაასხით მიღებულ ნარევში ერთი ჭიქა კეფირი და კვერცხი, მოზილეთ ცომი.

3. დააქუცმაცეთ ბლენდერში ლიმონი კანიანად და ჩაამატეთ ცომში.

4. ცომისგან მოამზადეთ ბურთულები

5. თითო ბურთულას მსუბუქად მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაალაგეთ პერგამენტდაფენილ საცხობზე.

6. გამოაცხეთ ორცხობილა ორას გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

7. დაბალკალორიული და გემრიელი ორცხობილა, რომელიც კეფირზეა დამზადებული, მზად არის. გემრიელად მიირთვით.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს!