ფრანგმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს დიეტა ჭარბწონიანი ქალებისა და კაცებისთვის. მისი ამოცანაა დააჩქაროს მეტაბოლიზმი, დაწვას ზედმეტი ცხიმი და მოახდინოს ჭარბი წონის პროფილაქტიკა. მისი ხანგრძლივობა ათი დღეა.
ზოგს უჭირს დიეტის დაცვა, ამიტომ ფრანგი დიეტოლოგები მათ ურჩევენ დამხმარე ნივთიერებების მიღებას. ესენია მულტივიტამინური კომპლექსები, ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ომეგა 3, ქრომი (ეს უკანასკნელი გაგვათავისუფლებს ტკბილეულზე მიჯაჭვულობისგან).
ფრანგული დიეტა
დიეტის ძირითადი წესები
- დალიეთ დღეში 8-9 ჭიქა წყალი, დაახლოებით ერთ კილოზე 30 მილილიტრი.
- ათი დღით გამორიცხეთ შაქარი, მარილი, მავნე პროდუქტები (ფასტ-ფუდი), გაზიანები, მაიონეზი, კეტჩუპი და სხვა.
- ყოველდღე, დაახლოებით ერთი საათი, ფეხით იარეთ.
გთავაზობთ დიეტის დაწვრილებით მენიუს, მას მხოლოდ გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის მიმართეთ, დაახლოებით ორი კვირის მანძილზე.
საუზმე
- ერთი ჭიქა თბილი წყალი ლიმონის წვენით, დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე
- ერთი იოგურტი, 2-3%იანი ცხიმიანობით, მასში აურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი
- ორი თოხლოდ მოხარშული კვერცხი
- ნახევარი გრეიფრუტი
- მწვანე ჩაი, ყავა უშაქროდ, შეგიძლიათ დალიოთ ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ
პირველი წახემსება
- ერთი მწვანე ვაშლი ან ათი გრამი შავი შოკოლადი, 80%იანი კაკაოს შემცველობით.
სადილი
- ახალი ბოსტნეული ლიმონის წვენით და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით
- 130-150 გრამი ცილა ქათმის ფილეს, სტეიკის ან თევზის სახით
მეორე წახემსება
- ერთი ნატურალური იოგურტი, ორი ჩაის კოვზი ქატოთი და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინით.
ვახშამი
- ერთი თეფში ორთქლზე მომზადებული ან გამომცხვარი ბოსტნეული, ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით.
- 130-150 გრამი ცხოველური ცილა ან ორი კვერცხის ცილა ერთი გულით.
ბოსტნეული სჯობს შეარჩიოთ დაბალი გლიკემიური ინდექსით და მოასხათ მხოლოდ მცენარეული ზეთი. თუ გაქვთ ზეითუნის ზეთის მიუღებლობა, მისი შეცვლა მზესუმზირის ზეთით შეგიძლიათ. თუ საკვების მიღების შემდეგ მაინც გრძნობთ შიმშილს, შეგიძლიათ მიირთვათ 30 გრამი საშუალო ცხიმიანობის ხაჭო, რათა დასაძინებლად კუჭში დისკომფორტის შეგრძნებით არ დაწვეთ.
თუ დაგაინტერესათ ამ ფრანგულმა დიეტამ, შეინახეთ ის და გააზიარეთ სოციალურ ქსელში.