ჭარბი წონა ნამდვილი პრობლემაა. ის საშინლად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და შეუძლია გამოიწვიოს დაავადებათა მთელი წყება, მაგალითად დიაბეტი, ჰიპერტონია. ადამიანები, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, როგორც წესი სინჯავენ სხვადასხვა მკაცრ დიეტას, ან ლიპოსაქციას იკეთებენ. თვლიან, რომ სხვა ალტერნატივა არ არის.
გამოსავალი ყოველთვის არსებობს! ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივია, ვიდრე ფიქრობთ. თუ გახდომა გსურთ და თან ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე, ჩვენ თქვენთვის საუკეთესო სიახლე გვაქვს.
გასახდომი წვენი
ჩვენ მოგიმზადეთ იმ სასმელის რეცეპტი, რომელიც ახდენს სასწაულებს. დაიწყეთ ყოველი დღე ამ წვენით და მუცლის ცხიმის პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. ასევე წვენს აქვს შესანიშნავი გემო და სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ყველა კომპონენტი ადვილად ხელმისაწვდომია.
თუ თქვენი მიზანი შესანიშნავი განწყობისა და კარგი ფიზიკური ფორმის მიღებაა, ყურადღება მიაქციეთ თუ რას ჭამთ. მიირთვით ნორმის მიხედვით, მხოლოდ ჯანმრთელი საკვები, გამოიყენეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, დაღერღილი ხორბლის პროდუქტები და მთლიანად გამორიცხეთ ტკბილეული და შაქარი. რაც მთავარია, რაციონში ჩართეთ ცხიმების მწველი – მწვანე წვენი.
ინგრედიენტები
ერთი კიტრი
სამი ნაჭერი ანანასი
ერთი ძირი ნიახური
ერთი ჭიქა ოხრახუში
მომზადება
- კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული.
- დაჭერით კიტრი რგოლებად.
- დაჭერით ნიახური და ოხრახუში წვრილად.
- ჩაყარეთ ყველოაფერი ბლენდერში.
- აურიეთ.
გამოყენება
- სვით წვენი დილაობით, ცარიელ კუჭზე.
- არ დაუმატოთ შაქარი და ხელოვნური დამატკბობლები.
- დალიეთ წვენი მომზადებიდან არაუგვიანეს 15 წუთის განმავლობაში, რათა არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.
ეს შესანიშნავი წვენი ვიტამინების უმდიდრესი წყაროა, მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში და დაივიწყეთ მუცლის ცხიმიანობა. შედეგებს შეამჩნევთ უმოკლეს დროში და თავს იგრძნობთ ძლიერად და ჯანმრთელად. გახდით სიამივნებით.
ყურადღება მიაქციეთ, რომ წვენის გამოყენება დიდხანს არ გაგიგრძელდეთ. დაუკვირდით ორგანიზმის არასასიამოვნო რეაქციებს. თუ რაიმე ცვლილებას შეამჩნევთ, შეწყვიტეთ მისი გამოყენება. ყველა ადამიანი ერთნაირად არ რეაგირებს ასეთ გაწმენდაზე.
თუ ამ სტატიას სასარგებლოდ თვლით, მოუყევით მეგობრებს ამ რეცეპტის შესახებ!