კიტრი ორგანიზმს ავსებს ვიტამინებითა და მინერალებით, არ ლაგდება ცხიმის სახით. ის შეუცვლელი კომპონენტია ბალანსირებული კვების დროს.
კიტრი შეიცავს 95% წყალს, დანარჩენი 5% კი – მთელი სასარგებლო ნივთიერებების მთელი საწყობია. კიტრი შეიცავს ტუტოვან მარილებს, რაც ანელებს დაბერების პროცესს, მის შემადგენლობაშია ადვილად შეთვისებადი იოდის ნაერთი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას აუმჯობესებს. ასევე კიტრის შემცველობაშია: B1, B2, C, კაროტინი, ფოლის მჟავა, კალიუმი, რკინა, ნატრიუმი, მაგნიუმი.
კიტრში არსებული კალიუმი ზედმეტი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს, უჯრედისი – ნაწლავის პერისტალტიკის გაუმჯობესებას. ხოლო კიტრის თესლი ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას უზრუნველყოფს.
დიეტებისას კიტრის სასარგებლო მთავარი არგუმენტი არის მისი კალორიულობა: მხოლოდ 15 კილოკალორია 100 გრამზე.
კიტრის დიეტა
მხოლოდ კიტრით დიეტას ვერ დაიცავთ, ამიტომ მოვიყვანთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც შეგიძლიათ დამატებით გამოიყენოთ.
პროდუქტები დიეტისთვის
- ნებისმიერი ხილი
- დაღერღილი ხორბლის პური ან მოხარშული კარტოფილი
- 200 მილილიტრი უცხიმო კეფირი ან იოგურტი
- 300 გრამი ხაჭო
- 150 გრამი უცხიმო თინუსი
- ორი მოხარშული კვერცხი ან 150 გრამი მოხარშული თეთრი ხორცი
არ არის შეზღუდული მხოლოდ კიტრის რაოდენობა. მისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, როგორც კი იგრძნობთ შიმშილს. ჩვენ მოგიყვანთ კიტრის დიეტის ერთი დღის მენიუს მაგალითს.
ერთდღიანი დიეტის მენიუ
1. საუზმე
კიტრისა და მწვანე ხახვის სალათა, 200 მილილიტრ იოგურტთან ერთად და ორი მოხარშული კვერცხი.
2. მეორე საუზმე
ერთი დიდი ვაშლი, ერთი ატამი ან ხუთი ქლიავი. ხილი სჯობს იყოს სეზონური.
3. სადილი
დაღერღილი ხორბლის პურის რამდენიმე ნაჭერი, კიტრის სალათა (კიტრი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მზესუმზირას ზეთი) და 150 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი ან თევზი.
4. ლანჩი
კიტრის კოქტეილი. დაწვრილებით რეცეპტს ქვემოთ შემოგთავაზებთ.
5. ვახშამი
300 გრამი ხილი ან ამდენივე ხაჭო.
კიტრის დიეტა შედეგს მოგცემთ ერთი კვირის შემდეგ. ძალიან კარგი იქნება კოქტეილები შემდეგი კომბინაციით: კიტრის, ვაშლის, ისპანახისა და ერთი მუჭა კაკლის. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და სვით კვების შუალედებში. ეს არის საუკეთესო კიტრის კოქტეილი.
არ დაგავიწყდეთ სვათ სუფთა წყალი საკმარისი რაოდენობით. შეგიძლიათ უშაქრო ბალახის ჩაიც ლიმონით. თუ ტკბილი მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩირი მიირთვათ, მაგალითად, შავი ქლიავის, გარგარისა და ლეღვის.
კიტრის დიეტა აწესრიგებს მეტაბოლიზმს, გვეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში. რაც მთავარია, ის სრულიად უსაფრთხოა. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!