ცნობილია ის შეგრძნება, როცა არაფრის კეთება გინდათ, ძალები არ გაქვთ და გიტევთ სიზარმაცე? ხშირად ეს შეგრძნებები დღისით ჩნდება, საღამოთი კი პირიქით, ადგილი აქვს ენერგიის მოზღვავებას და რაღაცის კეთების სურვილს. ეს ვიტამინების უკმარისობაა თუ დაავადების სიმპტომები?
ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობა
ხშირად იმის გასარკვევად, გვაქვს თუ არა ვიტამინის დეფიციტი, ვაბარებთ სისხლს. გარდა იმისა, რომ ეს ანალიზი ძვირია, ის არ იძლევა სიზუსტის გარანტიას, ლაბორატორიებიც ყველა ქალაქში არ არის.
ზოგი ექიმი ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, შეგვიძლია დამოუკიდებლად განვსაზღვროთ თუ რომელი ვიტამინები აკლია ორგანიზმს.
ადამიანების კატეგორია, რომლებიც ჰიპოავიტამინოზის საფრთხის ქვეშ არიან
- ვეგეტარიანელები
- ალკოჰოლის მომხმარებლები
- ხანდაზმული ადამიანები
- ისინი, ვინც ხშირად იმყოფებიან ნერვული დაძაბულობის ქვეშ
- მძიმე ფიზიკური და ინტელექტუალური სამუშაოს შემსრულებლები
- ადამიანები, რომლებიც ერთგვაროვნად იკვებებიან, მაგალითად, მთელი დღეები ჭამენ მაკარონს ან კარტოფილს.
- დიაბეტიკები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს
თუ განვაზოგადებთ, გამოდის, რომ ვიტამინების ნაკლებობას განიცდის ადამიანების უმრავლესობა.
ვიტამინების დეფიციტის ნიშნები ორგანიზმში
- ყურადღება მიაქციეთ ენას: თუ ის მთლიანად წითელია ან ჟოლოსფერი, ეს მეტყველებს B1 ვიტამინის ნაკლებობაზე.
- თუ ენა გლუვია, თითქოს გაპრიალებული, შეიგრძნობა წვა ან ჩხვლეტა, ამის მიზეზია B12 ვიტამინის ნაკლებობა.
- კრუნჩხვები ფეხებში, სებორეა, პირის გარშემო ნახეთქები. ესენი მიგვითითებს B2 და B6 ვიტამინების ნაკლებობაზე.
- წვა ტერფებში მეტყველებს იმაზე, რომ უნდა შეივსოს B3 ვიტამინის მარაგი.
- ღრძილებიდან სისხლდენა მაგარი საკვების კბენისას ან კბილების ხეხვისას, არის C და P ვიტამინების დეფიციტის შედეგი.
6. წვივის კუნთების ტკივილი, ფეხებში სითბოს დაქვეითება მეტყველებს B1 ვიტამინის დეფიციტზე.
7. A ვიტამინის ნაკლებობისას ფრჩხილები ხდება მტვრევადი და ჩნდება თეთრი ლაქები, ჩნდება სპეციფიური მხედველობის დაქვეითება ე.წ. ,,ქათმის სიბრმავე”, იწყება კანის აქერცვლა.
8. ცხიმიანი კანი მეტყველებს B2, B6, PP ვიტამინების ნაკლებობაზე.
9. ჰემოგლობინის დაქვეითება (ანემია) და ნაწლავის შეწოვის დაქვეითება, ხდება B12 ვიტამინისა და ფოლისმჟავას დეფიციტისას.
10. ფრჩხილების სიმშრალე და მტვრევადობა გამოწვეულია A და D ვიტამინების ნაკლებობით. სქესობრივი ინტერესის დაქვეითება და უნაყოფობის განვითარება დაკავშირებულია E ვიტამინის ნაკლებობასთან.
ყურადღება მიაქციეთ B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის არასპეციფიურ ნიშნებსაც: სისუსტე, გაღიზიანებადობა, მომეტებული დაღლილობა.
ჩნდება შემდეგი კითხვა: რა ვიტამინები უნდა მივიღოთ? მზა, სინთეტური თუ საკვებში შემავალი?
ხშირად აქვთ ალერგია ვიტამინების ტაბლეტებზე, ამიტომ B ჯგუფის ვიტამინების მიღება ჯობს ქატოდან, ლუდის საფუარიდან და ფიჭადან.
ექსპერტების აზრით, ვიტამინური კომპლექსების მიღების კურსი არ უნდა აღემატებოდეს ერთ ან ორ თვეს, სამ-ექვს თვიანი შუალედებით. სასურველია ამის გაკეთება სეზონურად, მაგალითად, ზამთარში ან ადრეულ გაზაფხულზე – მაშინ, როცა ნაკლებადაა ახალი ხილი და ბოსტნეული.
რაც შეეხება ომეგა 3-ს და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს, ისინი ინიშნება სამედიცინო ჩვენების მიხედვით: ტვინის და გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად, სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად. სამკურნალო მიზნებისთვის ომეგა 3 და ომეგა 6 უნდა მივიღოთ ერთი ან ორი თვით, დოზირების მკაცრად დაცვით.
დაბოლოს, დასკვნის სახით: ვიტამინები სასარგებლო და აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ მათი მიღება საჭიროა ზომიერად, განსაზღვრული დროის განმავლობაში. მრავალი უკმარისობა შეგვიძლია დავაკორექტიროთ სწორი კვების დახმარებით.
გისურვებთ ჯანმრთელობას და საკუთარი თავის სიყვარულს!