ღვიძლი, თირკმლები და შარდის ბუშტი მნიშვნელოვანი ორგანოებია, თუმცა ჩვენ ხშირად ყურადღების მიღმა ვტოვებთ მათ, ეს კი შეიძლება ცუდად დაგვიბრუნდეს უკან. გაგვიმართლა, რომ ორი თირკმელი გვაქვს, თუმცა ორივე მათგანის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული ჩვენი ხანგრძლივი სიცოცხლე.
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ხრიკსა და მეთოდს, თუ როგორ უნდა იყოთ ჯანმრთელები დიდი ხნის მანძილზე.
1. შეამცირეთ მარილი და გამაგრილებელი სასმელები
ეს ნივთიერებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, თუმცა მათი მიღებისას საჭიროა ზომიერება. ეს ეხება ყავას, ცივ და გაზიან სასმელებს და მარილიან საკვებს. ეცადეთ, კვირაში რამდენიმე დღით მაინც არ მიიღოთ ისინი და იგრძნობთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ ორგანიზმი.
2. მიიღეთ მეტი ჩაი, წყალი და….მოცვი
საჭმელი არ არის ორგანიზმის მტერი, უამრავი ისეთი პროდუქტი არსებობს, რომლებიც ორგანიზმს ტოქსინებისგან ადვილად გაასუფთავებს. ამაში შედის მწვანე ჩაი, ჯინჯერის ჩაი და სუფთა წყალი. ხილ-ბოსტნეულიდან კი გამორჩეულია მოცვი და ყავისფერი ზღვის მცენარეები. ხილი არაჩვეულებრივად მისის საუზმეზე, ვახშამზე და წახემსების დროსაც.
3. მიიღეთ ვიტამინები
ამ სიაში ყოველთვის მოწინავე ადგილი უჭირავს ვიტამინ B-6-ს, ომეგა 3 ცხიმოვან მჟავასა და კალიუმის ციტრატს. ამ ვიტამინების ბალანსი უზრუნველყოფს თირკმელებში კენჭის გაჩენის პროფილაქტიკას.
4. დააბალანსეთ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა
სტრესი არამხოლოდ შემაწუხებელი მოვლენაა, არამედ მისი მოქმედება ორგანიზმზეც აისახება. უბრალო რუტინულმა მედიტაციამ, როგორიცაა სუნთქვითი ვარჯიში, შეიძლება დაძლიოს სტრესული ფიქრები. ასევე შესანიშნავი მეთოდია ჰიდროთერაპია. ცურვა გვეხმარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და ასვენებს ორგანიზმს.
5. სცადეთ თირკმელების გაწმენდის ორდღიანი კურსი
- საუზმე: დღის პირველ ნაწილში მიირთვით ჭარხლის წვენი ან მშრალი მოცვის სმუზი.
- ლანჩი: ლანჩზე სხვა ხილის სმუზი სცადეთ. თუ ეს არ გსურთ, მიირთვით რაიმე მარცვლეული პროდუქტებიდან და მიაყოლეთ მას საყვარელი ხილი.
- სადილი: სადილით სრულდება ეს კურსი. გაიკეთეთ სალათა მწვანე სალათის ფოთლებით და მიაყოლეთ ხორცი ან ცილებით სავსე სხვა პროდუქტი. მიირთვით ხილიც, ოღონდ ბევრი არ მოგივიდეთ.
6. შარდის ბუშტის გასაძლიერებლად სცადეთ კეგელის სავარჯიშო
ექიმმა არნოლდ კეგელმა შეიმუშავა ეს სავარჯიშო მეთოდი ქალებისთვის, 1948 წელს, რათა სტრესში მყოფ ქალებს შარდის კონტროლში დახმარებოდა. გთავაზობთ ვიდეო-მასალას:
7. ავარჯიშეთ ღვიძლი
დაიდეთ ხელი ნეკნებზე, მარჯვენა მხარეს, დააჭირეთ და მსუბუქად დაიზილეთ, დაარტყით ნაზად 100ჯერ დღეში და გამოაცოცხლეთ ის ყოველდღიურად. შეგიძლიათ ბრუნიც გააკეთოთ ან მკვეთრად გადაიხაროთ ორივე მხარეს, ტანის ზედა ნაწილით – თითო მხარეს 15ჯერ.
გახსოვდეთ, რომ ყოველი ორგანოს მუშაობა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.
გაქვთ რაიმე ინდივიტუალური მეთოდები ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.