19 იანვრიდან 19 თებერვლამდე – მერწყულის დროა. მერწყული ყველაზე დამაინტრიგებელი ნიშანია, ისინი უნიკალურები არიან და არ ჯდებიან არანაირ სტანდარტში.
1. მერწყული ჰაერის ნიშანია.
2. მმართველი პლანეტა ურანია.
3. ცნობილია, როგორც ყველაზე დამოუკიდებელი და არასტანდარტული.
4. აქვს კაცთმოყვარე და პროგრესული ხასიათი.
5. როგორც წესი, ესცენტრიული და არაპროგნოზირებადია.
6. მარტივად შეუძლია კომუნიკაციის დამყარება და საკუთარი იდეების ყველასთვის გასაგებად ჩამოყალიბება.
7. შეუძლია ფართო სურათის წარმოდგენა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
8. ძირითადად, ტრენდის შემქმნელი და ინოვატორია.
9. მეამბოხე და არაკონფრომისტია.
10. ძლიერი მორალური კომპასი აქვს.
11. პირად თავისუფლებას ყველაფერზე მაღლა აყენებს.
12. ზედმეტად სამართლიანი და პატიოსანია.
13. გამოირჩევა ინტელექტით და ანალიტიკური აზროვნებით.
14. დიდი სანაცნობო და სამეგობრო ყავს.
15. ასტროლოგიაში მისი მმართველი მე-11 სახლია.
16. აქვს ფილოსოფიური ხასიათი.
17. ზედმეტად იდეალისტია, რის გამოც მაღალ სტანდარტებს უწესებს საკუთარ თავს.
18. მარტივად შეუძლია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა.
19. მეტისმეტად ჭკვიანები
მერწყულს ცოდნა სწყურია და აღმერთებს ინტელექტუალურ საუბრებს. მერწყული ძალიან კომუნიკაბელურია, მათთან არასდროს მოიწყენთ.
20. რესურსული ავანტიურისტები
მერწყული აქტიურია და მუდამ ეძებს თავგადასავლებს. არასდროს ელოდოთ მათგან პროგნოზირებად მოქმედებებს.
21. არაჩვეულებრივი ორატორები
ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი მორცხვია, ზოგი კი ყბედი. მათი მოსმენა მაინც ყოველთვის სასიამოვნოა.
22. რაციონალურები და პრაქტიკულები
საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობებში, როგორც წესი, ჩანან ცივები და განცალკევებულები, სინამდვილეში კი უბრალოდ პრაქტიკულები არიან. ისინი ერიდებიან ურთიერთობის გართულებებს, თუმცა შეუძლიათ იყვნენ რომანტიკულებიც.
23. საუკეთესო ლიდერები
მერწყული იბადება შემოქმედებითი ჭკუითა და ლიდერის თვისებებით. ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს და იქცევიან ძალაუფლების მოყვარეებად, არიან მებრძოლები. აქვთ დიდი წარმატებები მეცნიერებაში და გამომგონებლობაში.
24. ერთგული მეგობრები და პარტნიორები
თუ მერწყული გახდა შენი მეგობარი, ის სამუდამოდ ერთგული და მზრუნველი დარჩება. ისინი გულმოდგინედ არჩევენ მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს და არ შორდებიან მათ.
25. სურთ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა
მერწყული ყველაზე ნამდვილი ალტრუისტი და ფილანტროპია. მიისწრაფვის ყველას გაბედნიერებისკენ, კარიერას აკეთებენ ქველმოქმედებაში და არაკომერციულ ორგანიზაციებში. ამის თვალსაჩინო წარმომადგენელია ირენა სენდლერი, რომელმაც ათასობით ბავშვი იხსნა ნაცისტებისგან.
26. სპონტანურები და კრეატიულები
მათი ძლიერი მხარეა მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, ადვილად ეგუებიან ცვლილებებს და აუმჯობესებენ სიტუაციებს. მერწყული არ არის შექმნილი რუტინული სამუშაოსთვის და არის დამოუკიდებელი.
27. მარტივები და სწორხაზოვნები
მათ ყველაფერზე თავისი აზრი აქვთ და არ ეშინიათ მისი გამოხატვის. ისინი კომპანიური, ენერგიული პიროვნებები არიან, რომლებთანაც ყოველთვის კარგად იგრძნობთ თავს.
28. დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები
მერწყული მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობა და არასდროს არის პარტნიორზე დამოკიდებული. მათთვის ხშირად აუცილებელია სიჩუმის მომენტი, რათა ეფექტურად მოიკრიბონ აზრები. ობიექტურობის საკითხებში მოვლენები შეუძლიათ დაინახონ მკვეთრად და აღიარონ მეტოქის სიმართლე კამათის დროს.
გიხდებათ ეს დახასიათება? თქვენს გარშემო არიან მერწყულები? თუ გსურთ რაიმეს დამატება ან ჩამოთვლილთაგან რომელიმეს უარყოფა, გაგვიზიარეთ კომენტარებში!