მთავარი ასტროლოგია სამეფო ოჯახის პრინცები და პრინცესები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სამეფო ოჯახის პრინცები და პრინცესები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by Keti

ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს აერთიანებთ ხასიათის განსაზღვრული თვისებები. ცხადია, თითოეულ პერსონასაც ინდივიდუალური თვისებები აქვთ, ამათ ვერ უარვყობთ. დღეს გადავწყვიტეთ, გავაანალიზოთ ზოდიაქოს რა ნიშნის ქვეშ დაიბადნენ სამეფო ოჯახის წევრები.

ზოდიაქოს ნიშნების აღწერა

1. ვერძი

ამ ნიშნის ქვეშ მყოფი დედოფალი არის პრინცესა ევგენია. დაიბადა 1990 წლის 23 მარტს. იეს არის ტემპერამენტული ნიშანი, მისი მთავარი თვისებაა აქტიურობა, დამოუკიდებლობა, სპორტის სიყვარული. ევგენიასაც ზუსტად ეს თვისებები აქვს, ეს კი გამოჩნდა მეგან მარკლთან საქორწინო რბოლაში.

2. კურო

1926 წლის 21 აპრილს დაიბადა ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მონარქი დედოფალი ელიზაბეტ II. მას ახასიათებს მოთმინება, ლოიალურობა, ცოდნის შეძენის სურვილი. დედოფალი მტკიცედ მიდის ასი წლისკენ და იწვევს ყველას პატივისცემას.

3. ტყუპები

1923 წლის 31 მაისს დაიბადა მონაკოს პრინცი – რენე III. მისი თვისებებია კომუნიკაციის კარგი უნარი, ცნობისმოყვარეობა, ოპტიმიზმი. პრინცმა განახლების პოლიტიკა გაატარა, რომელმაც მონაკო თანამედროვე სახელმწიფოდ აქცია. ის ასევე იცავდა წარსულის ტრადიციაბს.

4. კიბო

ამ ნიშნის სამეფო წარმომადგენელია პრინცესა დიანა. მასში ერთად იყო სიკეთე, ოცნების სიყვარული, მგრძნობიარობა და კრეატიულობა. ლედი დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს. კირჩხიბები ერკვევიან ადამიანებში, არ უყვართ კონფლიქტები და კეთილები არიან.

5. ლომი

მეგან მარკლი გამორჩეული ლომია. ის დაიბადა 1981 წლის 4 აგვისტოს. ის აღმერთებს ყურადღების ცენტრში ყოფნას, აქვს კარგი გემოვნება. მან ღიმილით დაიპყრო მთელი მსოფლიო. ხასიათის განსხვავებული თვისებებია: გულუხვობა, მგრძნობიარობა, შეგნებულობა.

6. ქალწული

ეს ნიშანი მდიდარია მონარქიული ოჯახების წარმომადგენლებით. რანია – იორდანიის დედოფალი (დაბადებული 1970 წლის 31 აგვისტო). პრინცი ჰარი – (1984 წლის 15 სექტემბერი). ლეტისია – ესპანეთის დედოფალი (1972 წლის 15 სექტემბერი). ისინი არიამ დისციპლინირებულები და შორსმჭვრეტელები, აკურატულები, ზოგჯერ პედანტურები.

7. სასწორი

პრინც ენდრიუს ყოფილი ცოლი – სარა ფერგიუსონი – დაიბადა 1959 წლის 15 ოქტომბერს. ის არის მწერალი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, კინოს პროდიუსერი და ტელეწამყვანი. ძირითადი თვისებებია – დიპლომატიურობა, მეგობრულობა.

8. მორიელი

1948 წლის 14 ნოემბერს დაიბადა დაიბადა ლამაზმანი – გრეის კელი. მგრძნობიარე ხასიათი, ძლიერი ინტუიცია, კეთილდღეობისკენ სწრაფვა. ის წარმოშობით არისტოკრატი არ იყო, თუმცა ცოლად მაინც გაჰყვა სამეფო პრინცს. ის მუდამ დაკავებული იყო ქველმოქმედებით.

9. მშვილდოსანი

მისი უდიდებულესობა პრინცესა სოფია – ვერმლანდის ჰერცოგინია – დაიბადა 1984 წლის 6 დეკემბერს. ამბიციებით სავსე შვედი კონკია ფოტომოდელად და ოფიციანტად მუშაობდა. შემდეგ გახდა სამეფო ოჯახის წევრი და ახლა წარმატებით გამოიჩინა თავი ქველმოქმედებაში.

10. თხის რქა

1982 წლის 9 იანვარს დაიბადა სამეფო ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი – კეიტ მიდლტონი. ის მომთმენი, ბრძენი, დაფიქრებულია. ის ყველაფერს წინასწარ ჭვრეტს, მან იცის რას ლაპარაკობს, იცის როგორ გამოიყურებოდეს და რა აკეთოს, რათა იყოს იდეალური ჰერცოგინია.

11. მერწყული

მერწყულთა შორის არის კაროლინა – მონაკოს და ჰანოვერის პრინცესა (1957 წლის 23 იანვარი). სტეფანია – მონაკოს პრინცესა (1965 წლის 1 თებერვალი), შარლენი – მონაკოს პრინცესა (1978 წლის 25 იანვარი). ისინი არიან თავისუფლები, შეუდარებლები, არ ეშინიათ სირთულეების, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, თავდაჯერებულები და ამაყები არიან.

12. თევზები

და კვლავ მამაკაცი, და თანაც როგორი! 1958 წლის 14 მარტს დაიბადა პრინცი ალბერ II. თვისებები: მელანქოლიური, მგრძნობიარე, მეოცნებე. ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან ნაზები, რბილები, მოწყვლადები და სერიოზულები.

თითოეული ჩვენგანი უნიკალურია და მაინც სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩვენი ნიშნის ქვეშ დაიბადა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.

მოგვიყევით კომენტარებში, ვისთან ერთად დაიბადეთ და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!