გვიახლოვდება ვალენტინობის დღე. ეს თითქოს მშვიდობიანი დღესასწაულია, თუმცა ბევრი სვამს კითხვას: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელმა აღნიშნოს ის?
რატომ ითვლება ეს დღე შეყვარებულთა დღესასწაულად? განვიხილოთ სტატიაში.
წმინდა ვალენტინის დღის შესახებ
ჩვენ ვიცით ლამაზი ლეგენდა წმინდა ვალენტინზე, რომელიც მალულად ეხმარებოდა შეყვარებულებს. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით იმპერატორმა კლავდიუს მეორემ ჯარისკაცებს დაქორწინება აუკრძალა. მორწმუნე ჯარისკაცები მალულად დადიოდნენ ვალენტინთან, რათა მას წყვილებისთვის ჯვარი დაეწერა.
მორიგი ტრიუმფალური სვლის დროს, როგორც გულუხვ საჩუქარს, იმპერატორი თითოეულ ჯარისკაცს თითო მონა ქალს აძლევდა. ამის შესახებ ვალენტინმა რომ გაიგო, პერგამენტისგან პატარა გულები ამოჭრა და მორწმუნე ჯარისკაცებს გაუგზავნა. ამით გაახსენა, რომ მათ ცოლები ჰყავთ. სწორედ აქედან დაიწყო ამ დღეს წითელი გულების ჩუქების ტრადიცია.
შემდეგი ლეგენდა ამბობს, რომ ვალენტინი ციხეში ჩასვეს. მან გაიგო, რომ ციხის დარაჯის ქალიშვილი ჯულია ავად იყო. მას შემდეგ რაც ვალენტინმა გოგონასთვის ილოცა, ის გამოჯანმრთელდა. შემდეგ ყველა დარაჯი მალულად მივიდა ვალენტინთან და მოინათლა. ვალენტინს ჯულია შეუყვარდა და მას ღია წეილი მისწერა, რომელიც გოგონამ წმინდანის დასჯის შემდეგ მიიღო.
ეს არის ისტორია, რომლის შესახებაც ყველამ იცის. რეალურად წმინდა ვალენტინის ცხოვრების შესახებ ნათქვამია, რომ მან განკურნა იმპერტორის დიდებულის ქალიშვილი – ასტერია. ამის გამო იმპერატორმა დასაჯა ასტერიაცა და ვალენტინიც.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ ქრისტიანობაში, როგორც მინიმუმ, სამი ვალენტინი დაიღუპა ქრისტიანობის სახელით. პირველის შესახებ ცნობილია, რომ კართაგენში დაიღუპა თანამორწმუნეებთან ერთად.
მეორე ვალენტინი იყო ინტერამნის ეპისკოპოსი. მასზე ცნობილია, რომ დასაჯეს ქრისტიანთა დევნის დროს, ზუსტი თარიღი უცნობია.
ხოლო მესამე ვალენტინი რომაელია, მის შესახებ დადის ცნობილი რომანტიკული ლეგენდები. V საუკუნის ბოლოს პაპმა მიიღო გადაწყვეტილება მოწამედ შეერაცხა ვალენტინი.
პირველად ვალენტინის იმპერატორ კლავდიუსთან შეხვედრაზე ნახსენებია მოწამეობრივ აქტებში და ,,ოქროს ლეგენდაში” (1260 წლის წმინდანთა ცხოვრებაში). იქ არის ცნობა ციხის უფროსის გოგონასთან ისტორიის შესახებ, ასევე ვალენტინის ქრისტესთვის მოწამეობრივი დაღუპვის შესახებ. არავითარი ცნობა საიდუმლო ქორწინებასა და რომანტიკულ წერილებზე არ მოიპოვება.
ყველა ეს ლეგენდა ჩნდება გაცილებით გვიან, დაახლოებით 1382 წლის შემდეგ, როცა ინგლისელი პოეტი თავის პოემაში აღწერს, რომ ვალენტინობის დღეს ჩიტები თავის წყვილებს ეძებენ.
ღია წერილების გაგზავნის ჩვეულება შუა საუკუნეებში წარმოიშვა. პირველი წერილი იყო 1415 წლით დათარიღებული, როდესაც კარლმა თავის ცოლს ციხიდან გაუგზავნა. ყველა რომანტიკული ლეგენდა ჩვენამდე სწორედ შუა საუკუნეებიდან მოვიდა.
ახლა დავუბრუნდეთ ვალენტინს და მისადმი თაყვანისცემას. მართლმადიდებლები წმინდა ვალენტინ რომაელის დღეს აღნიშნავენ 19 ივლისს და არა 14 თებერვალს. ხოლო ეპისკოპოს ვალენტინის დღეს 12 აგვისტოს.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმინდა ვალენტინის სახე – როგორც შეყვარებულთა მფარველის – ჩნდება შუა საუკუნეებში რომანტიკული ლიტერატურის გავლენით. ასე რომ, 14 თებერვალს არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან და რწმენისთვის დაღუპულ ქრისტიანებთან.
სიყვარულის დღე კარგი საშუალებაა, გავახაროთ მეორე ნახევრები. თუმცა რელიგიური თვალსაზრისით ამის აუცილებლობა არ არსებობს.
ყოფითი საზრუნავებისას ხშირად გვავიწყდება შეყვარებულები და ჩვენი გრძნობები, იშვიათად ვახარებთ ერთმანეთს სასიამოვნო საჩუქრებით. ამიტომ ცუდი არაფერია, როცა თუნდაც უცხოური დღესასწაულის დახმარებით გაგვიხსენებენ საყვარელი ადამიანები.
სიყვარულის დღის აღნიშვნა შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. იყავით მოსიყვარულეები და გაახარეთ ძვირფასი ადამიანები.
გადაწყვიტეთ აღნიშნოთ ეს დღე? მოგვიყევით კომენტარებში!