მთავარი საკითხავი მისი უდიდებულესობა კარლ ლაგერფელდი: მოდის გენიის 19 გამანადგურებელი ციტატა

მისი უდიდებულესობა კარლ ლაგერფელდი: მოდის გენიის 19 გამანადგურებელი ციტატა

by Keti

19 თებერვალს გარდაიცვალა მოდის გამოჩენილი კანონმდებელი კარლ ლაგერფელდი. გარდა თავისი პროფესიული წარმატებისა, დიზაინერი იყო უნიკალური და საკვირველი ადამიანი.

ჩვენს ტოლერანტულ XXI საუკუნეში ლაგერფელდი იყო საოცრად სწორხაზოვანი. მის სიტყვებს და ქმედებებს შოკში მოჰყავდა ადამიანები, თუმცა ყოველთვის პატიობდნენ.

მოდელიორის გამონათქვამები, რომლებიც ისტორიაში შევიდა:

,,სიყვარულის ერთადერთი ფორმა, რომლისაც მე მჯერა, არის დედის სიყვარული შვილისადმი.”

https://www.instagram.com/p/BuEIeyHHRlJ/?utm_source=ig_embed

,,დაივიწყეთ წარსული. თუ ნოსტალგიას გრძნობთ, თქვენი დრო დამთავრებულია. ჩვენ თავად უნდა ავეწყოთ აწმყოზე, რადგან თავად არ გვეწყობა ის.”

https://www.instagram.com/p/BtVUJiFno6m/?utm_source=ig_embed

,,მინი შავ კაბაში შეუძლებელია ზედმეტად მდიდრულად ან მეტისმეტად უბრალოდ გამოიყურებოდეთ.”

,,რაც მომწონს ფოტოგრაფიაში, ეს არის ის, რომ მასში დაჭერილია მომენტი, რომელიც სამუდამოდ წასულია, რომლის აღდგენაც შეუძლებელია.”

https://www.instagram.com/p/BpJzrRKhZKI/?utm_source=ig_embed

,,ყოველთვის ვწვები უნაკლოდ სუფთა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან. როცა პატარა ვიყავი, დედა მეუბნებოდა – ,,შენ შეგიძლია შუა ღამისას გაიღვიძო და უეცრად მოკვდე, ამიტომ იზრუნე იმაზე, რომ 100%-ით კარგად გამოიყურებოდე.”

,,სპორტული შარვალი დამარცხების ნიშანია. თუ თქვენ ის შეიძინეთ, ეს ნიშნავს, რომ სამუდამოდ დაკარგეთ კონტროლი საკუთარ სიცოცხლეზე.”

https://www.instagram.com/p/BoenkSfBu0Z/?utm_source=ig_embed

,,ლამაზად ყოფნის სურვილი რეალურად სახიფათო მოტივაციაა. მე ვთვლი, რომ საკმარისია რესპექტაბელური გარეგნობა იმისათვის, რომ  ყურადღება მიაქციოთ საკუთარ შინაგან სამყაროს.”

https://www.instagram.com/p/BmsQpsAhqvm/?utm_source=ig_embed

,,მე არასოდეს განვსჯიდი ქალებს, რომლებსაც უყვართ ლამაზი ცხოვრება. არასდროს მესმოდა კაცების, რომლებიც ჩივიან იმაზე, რომ ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ. თავად კი უყურებენ მოვლილ ქალებს ლამაზ კაბებში, რომლებსაც სასიამოვნო პარფიუმერიის სუნი ასდით. ამბობენ სილამაზე მსხვერპლს ითხოვსო – სიცრუეა! სილამაზე მხოლოდ ფულს ითხოვს.”

https://www.instagram.com/p/BmORzePhhU7/?utm_source=ig_embed

,,პატიება სუსტი ადამიანებისთვისაა. მე შეიძლება შემთხვევით დამავიწყდეს, მაგრამ არ ვაპატიო. მე უპირატესობას ვანიჭებ შურისძიებას.”

,,შენ უნდა დაკავდე იმით, რაც გაბედნიერებს. დაივიწყეთ ფულისა და სხვა მახეების შესახებ. თუ შენ ბედნიერი ხარ, სოფლის მაღაზიაში მუშაობით, იმუშავე, შენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გაქვს.”

https://www.instagram.com/p/BarVPRQFDCr/?utm_source=ig_embed

,,სჯობს გქონდეს პიროვნების გაორება, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს პიროვნული იდენტობა.”

,,ქალი, რომელსაც არ აქვს კარგი გემოვნება, მოდურ კაბაშიც უგემოვნო იქნება.”

,,ვერ ვიტან დაბადების დღეებს, ჩემთვის ეს ევოლუციაა. წარსულს არ ვდღესასწაულობ, ჩემთვის აწმყო და მომავალი უფრო მიმზიდველია.”

https://www.instagram.com/p/BWu_A1QlFw0/?utm_source=ig_embed

,,იყავით პოლიტკორექტულები, მაგრამ არ დაღალოთ გარშემომყოფები ამაზე საუბრით, რადგან ეს ყველაფრის დასასრულია. გინდათ შექმნათ მოწყენილობა? იყავით პოლიტკორექტულები საუბრისას.”

https://www.instagram.com/p/BWPcJarFpo_/?utm_source=ig_embed

,,დედაჩემი ამბობდა: ,,არასოდეს გასწირო თავი სხვებისთვის.” წლების განმავლობაში მივხვდი ამ აზრის ფასს. თუ თქვენ თავს სწირავთ ბოლომდე, თქვენგან აღარაფერი დარჩება. გაუფრთხილდით თქვენს ენერგიას. შეგიძლიათ გასცეთ ცოტ-ცოტა და ბევრისთვის. მათ ვისაც დასჭირდებით ხვალ, შემდეგ. ბოლომდე შეწირვით, დაცარიელდებით. ყველა ხომ დედა ტერეზად არ დაბადებულა?!”

,,არასოდეს გამოიყენოთ სიტყვა ,,იაფი”. დღეს ყველას შეუძლია კარგად გამოიყურებოდეს არაძვირფას ტანსაცმელში. კარგი დიზაინი ახლა ყველანაირ ფასში შეიძლება იპოვოთ. შეგიძლია იყო ყველაზე ელეგანტური უბრალო მაისურითა და ჯინსებით, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.”

https://www.instagram.com/p/BS1OZ1JFaKQ/?utm_source=ig_embed

,,ერთხელ ინტერვიუ მქონდა გერმანელ ჟურნალისტთან – ვიღაც საშინლად მახინჯ ქალთან. მას ეცვა ყვითელი სვიტრი, რომლის მიღმა ჩანდა დიდი მკერდი და შავი ბიუსჰალტერი. მან მითხრა: ,,ეს თავაზიანობა არ არის, მოიხსენით სათვალე.” მე ვუპასუხე: ,,მე გთხოვთ თქვენ ბიუსჰალტერის მოხსნას?”

https://www.instagram.com/p/BRdNZqElaz6/?utm_source=ig_embed

,,ყველაზე მეტად ცხოვრებაში ვერ ვიტან სელფებს. სელფი – ელექტრონული მასტურბაციაა.”

https://www.instagram.com/p/BQQejOKBxXu/?utm_source=ig_embed

,,არასოდეს თქვათ: ,,მე შემეძლო ამის გაკეთება!” თქვენ ხომ ეს არ გაგიკეთებიათ!”

https://www.instagram.com/p/BP5aEnrhFlL/?utm_source=ig_embed

ცნობილ მოდელიერს სიყვარულზე როგორ ცუდადაც არ უნდა ესაუბრა, ჭეშმარიტი გრძნობა მისთვის ნაცნობი თემა იყო.