მთავარი საკითხავი საბჭოური “ოქროს საუკუნე”: 5 მითი სსრკ_ს შესახებ

საბჭოური “ოქროს საუკუნე”: 5 მითი სსრკ_ს შესახებ

by Keti

1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ამოწმებდა, რომ საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა არსებობა, როგორც ,,საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა და გეოპოლიტიკურმა რეალობამ”.

27 წლის შემდეგ საბჭოთა წარსული იდეალიზდება მგრძნობიარე ლეგენდებით, რომლებიც ,,ოქროს საუკუნის” შესახებ მითებად გარდაიქმნა. საბჭოთა წარსულზე მონატრებულიუფროსი თაობის ხალხი ახდენს საბჭოეთის გაიდეალურებას საკუთარი მოგონებების პრიზმაში.

მართლა ასეთი უღრუბლო იყო საბჭოთა მოქალაქეების ცხოვრება? ჩვენ გთავაზობთ მთავარი მითების გაქარწყლებას.

საბჭოთა მითები

1. საბჭოთა კავშირში იყო უფასო და საუკეთესო განათლება

განათლება უფასო ყოველთვის არ იყო, 40იან წლებში უფროს კლასებში სწავლება ფასიანი იყო და ღირდა 150 მანეთი წელიწადში.

მილიონობით სოფლის მუშას, რომლებიც შრომის დღეებში მუშაობდნენ, არ ჰქონდა სწავლის საშუალება. მხოლოდ 1956 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, გაუქმდა ფასიანი სწავლება.

საბჭოთა კავშირის მეცნიერული მიღწევების დიდი ნაწილი ეკუთვნის მათ, ვინც რევოლუციამდელი განათლება მიიღო. არც ერთი სახელოვანი მეცნიერი არ სწავლობდა სსრკ სკოლებში.

უმაღლეს სასწავლებელში მიღებისას მოქმედებდა შეზღუდვები კლასობრივი და ნაციონალური ნიშნით. განათლების ყველა სფეროზე ძლიერი იდეოლოგია მოქმედებდა. მაგალითად, დამალული იყო საბჭოთა რეპრესიების ისტორია.

2. სსრკ-ში იყო უფასო და საუკეთესო მედიცინა

სსრკს არსებობის ბოლო წლებში საბჭოთა მედიცინა და ჯანდაცვა სავალალო მდგომარეობაში იყო.

არ იყო საკმარისი წამლები, იყო დეფიციტი და არსებობდა შავი ბაზარი. პარტიული მუშაკები და მათი ოჯახები მკურნალობდნენ განსხვავებულ და კომფორტულ საავადმყოფოებში. იქ სულ სხვანაირი მომსახურება იყო და ჰქონდათ ყველანაირი წამალიც.

ხელისუფლება ამაყობდა, რომ საბჭოთა კავშირში ექიმების რაოდენობა მეტი იყო, თუმცა ეს ხარისხს არ განსაზღვრავდა. საავადმყოფოები გადატვირთული იყო, პაციენტები დერეფნებშიც იწვნენ და თვეობით ელოდებოდნენ ოპერაციებსა და პროცედურებს.

საბჭოთა სტომატოლოგიაში კბილების მკურნალობისას არ არსებობდა ანესთეზია. მას მხოლოდ კბილის ამოღებისას იყენებდნენ, ისიც არა ყოველთვის. ითვლებოდა, რომ შედარებით მცირე ქირურგიული ჩარევისას პაციენტს შეეძლო ტკივილის მოთმენა.

კბილის ნერვის ამოსაღებად, რამდენიმე დღით, პაციენტს უდებდნენ დარიშხანს. შემდეგ პლომბს ხსნიდნენ და ნერვს იღებდნენ. გასაგებია, რომ მოქალაქეები სტომატოლოგებთან ნაკლებად დადიოდნენ და 35 წლის ასაკში უკვე ნახევრად ცარიელი პირით რჩებოდნენ.

3.სსრკ-ში ყველა მდიდრულად ცხოვრობდა

საბჭოთა ადამიანების ხელფასი იყო დაახლოებით 120 მანეთი, რაზე ცხოვრებაც რთული იყო. ამიტომ ძირითადად ორ ადგილას მუშაქობდნენ.

კოლმეურნეები გასამრჯელოს იღებდნენ მხოლოდ შრომის დღეებში, ძირითადად ხორბლით უზრუნველყოფით.

ტოტალური დეფიციტის პირობებში არ არსებობდა სიტყვა ,,ყიდვა”, მას ცვლიდა სიტყვა ,,შოვნა”. ყველაფერი ნაცნობობასა და კავშირებზე იყო დამოკიდებული.

მაღაზიებში თაროები ცარიელი იყო. რძის ნაწარმზე რიგები დილის 5 საათიდან იწყებოდა.

4. სსრკში იყო სტაბილურობა

ფასებზე სახელმწიფო კონტროლი და ფიქსირებული ხელფასი იწვევდა შეგრძნებას, რომ სისტემა მდგრადია. ამას უწოდებდნენ სტაბილურობას. სხვები კი – ,,უძრაობას.”

ამ ყველაფერმა ეკონომიკური დისბალანსი და 90იან წლებში საბოლოო კრახი გამოიწვია.

5. საბჭოთა კავშირის ყველას ეშინოდა

ეს კი სიმართლეა. ,,ცივი ომის” ეპოქაში დასავლეთში სერიოზულად ეშინოდათ სსრკს სამხედრო ძლიერების, განსაკუთრებით, ბირთვულ-რაკეტული.

თუმცა მისი შენარჩუნება ძვირი ჯდებოდა. 1990 წლის მაისში სსრკს საგარეო საქმეთა მინისტრმა – ედუარდ შევარდნაძემ – განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო ხარჯები შეადგენდა მშპ-ს 19%ს, ხოლო 90იან წლებში 20%ს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი წარსულში დარჩა, მისგან ბევრი რამ შემოგვრჩა და ვაგრძელებთ მათ გადაცემას შვილებისთვისაც. ეს არამხოლოდ ცოდნა, კარგი მანერები და ტრადიციები, არამედ სხვადასხვა საბჭოთა სტერეოტიპია.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც გაიგონ სწორი ინფორმაცია!