მთავარი გასართობი 8 შესანიშნავი სერიალი, რომლის ყურებაც ერთ კვირაში შეგიძლია დაამთავრო

8 შესანიშნავი სერიალი, რომლის ყურებაც ერთ კვირაში შეგიძლია დაამთავრო

by guramus

თუ კინომანი ხართ და ამავე დროს სერიალებს ანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ იწყებთ ყურებას, გთავაზობთ 15 შესანიშნავ სერიალს, რომელიც სულ რამდენიმე სერიანია. ერთ კვირაში შეგიძლიათ დაიწყოთ და დაამთავროთ მათი ყურება.

4017605-15939-1-1469542214-650-e9cdaa2d1f-1469800609
აღლუმის დასასრული / PARADE’S END (5 სერია)
ქრისტოფერ ტიტჯენს მოჰყავს ლამაზი, მაგრამ ბოროტი სილვია, რომელიც არის ორსულად სხვისგან. ქრისტი მაინც ერთგული რჩება ცოლისა და გრძელდება ერთფეროვანი ცხოვრება სანამ მათ ცხოვრებაში არ ჩნდება ვალენტინე.

4017905-olive-kitteridge-1469538743-650-1f9a36f7e5-1469800609
რა იცის ოლივიამ? / OLIVE KITTERIDGE (4 სერია)
13 ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორია,მკაცრი და უგრძნობი პენსიონერის, ოლივიას თვალით დანახული, რომელიც ზღვისპირა ქალაქ კროსბში ცხოვრობს. ქალაქს თავისი საიდუმლო აქვს…

4018255-the-hollow-crown-tom-hiddleston-3-1469536330-650-420dfb6bca-1469800609
ცარიელი გვირგვინი / THE HOLLOW CROWN (7 სერია)
მინი სერიალი წარმოადგენს უ. შექსპირის ნაკლებად ცნობილი ისტორიული პიესების ეკრანიზაციას. “რიჩარდ II”, “ჰენრიხ IV” და “ჰენრიხ V” მოგვითხრობს ოჯახის, პოლიტიკის და ძალაუფლების ისტორიას.

4018055-__-51-1469540090-650-4a344b4042-1469800609
ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები / A YOUNG DOCTOR’S NOTEBOOK (8 სერია)
მ.ბულგაკოვის მოთხრობების მიხედვით გადაღებული სერიალი ახალგაზრდა ექიმზე, რომელიც მუშაობას იწყებს რუსეთის პატარა ქალაქის საავადმყოფოში.

4017755-2016-07-26155258-1469537628-650-ba2709b461-1469800609
სილამაზე შიგნიდან / THE BEAUTY INSIDE (6 სერია)
ვო ჯინი სხვა ადამიანად იღვიძებს. მას უყვარდება იუ-სო.

4018005-kinopoiskru-little-dorrit-14429451-1469540940-650-139c14457b-1469800609
ციცქნა დორიტი / LITTLE DORRIT (14 სერია)
ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების ეკრანიზაცია. ლონდონი, 1820იანი წლები, ვალებში ჩაფლული დორიტების ოჯახი. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ემი ყველაფერს ცდილობს ლუკმა პურის მოსაპოვებლად. ფილმი მოგვითხრობს სიყვარულზე, სიამაყესა და იმედის ძალაზე.

4017655-2000x1334_o02y5d-1469543570-650-a7fc1907e0-1469800609
და აღარ დარჩა არავინ / AND THEN THERE WERE NONE (3 სერია)
ამ სერიალში მოვლენები 1939 წელს ვითარდება. 10 ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი გაემგზავრება კუნძულ SOLDIER ISLAND-ში, იდუმალი მასპინძლების დაპატიჟების გამო. სტუმრების ჩასვლის მომენტში მასპინძლები კუნძულზე არ იმყოფებიან. ათივეს კუნძულზე წარედგინებათ ბრალი საშინელი დანაშაულის ჩადენის მიზეზით. იმის შემდეგ რაც ამ ათიდან ერთ-ერთს მოკლავენ ამოუცნობ ვითარებაში, დარჩენილი ცხრა გადაწყვეტს, რომ მკვლელი შეიძლება იყოს რომელიმე მათგანი. აგათა კრისტის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია.

4018205-f44ca2bd6719d01a5facc326936d67c1-1469542457-650-1d16e46677-1469800609
მილენიუმი / MILLENNIUM (6 სერია)
მილენიუმი / Millennium – სტიგ ლარსონის ცნობილი “მილენიუმის” იგივე “გოგონა დრაკონის ტატუთი” ტრილოგიის ეკრანიზაცია.