სიბერეს წინ ვერავინ აღუდგება. მიმიკური ნაოჭები 25 წლიდან იჩენს თავს.
კოსმეტოლოგიას ყველაფერი ძალუძს, თუმცა ეს ძვირი სიამოვნებაა. მას მეტოქეობას ნატურალური საშუალებები უწევს, მათი სწორი კომბინაციით ანტიასაკობრივი მალამოები მზადდება.
დღეს გთავაზობთ იმ მალამოს რეცეპტს, რომელიც თქვენს კანს მოქნილობას დაუბრუნებს და წვრილ ნაოჭებს გაგისწორებთ, ღრმა ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
ანტიასაკობრივი მალამო სახისთვის
მალამო ყველა ტიპის კანს უხდება, მისი წასმა ძილამდე 1-2 საათით ადრე სჯობს. 1 კვირის შემდეგ შედეგს შეამჩნევთ. ალერგიის გამოსარიცხად, წასმის წინ, მალამო მაჯაზე მოსინჯეთ.
ინგრედიენტები
- 2 სუფრის კოვზი გამხმარი გვირილა
- 150 მლ წყალი
- ნახევარი კვერცხის გული
- 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი
- ნახევარი ჩაის კოვზი თხელი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი
- 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი
- 2 წვეთი ლავანდის ზეთი
მომზადება
1. გააკეთეთ გვირილის ნაყენი. მშრალ ყვავილებს დაასხით მდუღარე, დააფარეთ სახურავი, დადგით 1 საათით. გადაწურეთ.
2. აურიეთ ნახევარი კვერცხის გული და ნუშის ზეთი.
3. მასას დაამატეთ თაფლი და 2 ჩაის კოვზი გვირილის ნაყენი.
4. ცალკე ჭურჭელში, წყლის აბაზანაზე, გაადნეთ კოსმეტიკური ვაზელინი და შეურიეთ დანარჩენ მასას.
5. ნარევში დაამატეთ ლავანდისა და ჩაის ხის ზეთები. აურიეთ კარგად.
6. მალამო მოათავსეთ სტერილურ შუშის ქილაში და შეინახეთ საყინულეში 14 დღე.
თუ ღამის, ანტიასაკობრივი მალამო სახეზე მთლიანად არ შეიწოვა, ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით შეიწმინდეთ და არ ჩამოიბანოთ წყლით.
თუ გსურთ ღრმა ნაოჭების გასწორება, კვირაში ერთხელ გამაახალგაზრდავებელი ლიფტინგ-ნიღაბიო გაიკეთეთ. ნუში კანს ელასტიურობას დაუბრუნებს. ყურძნის წიპწების ზეთი – მოქნილობას. ალოეს წვენი კი მოხსნის ანთებებს.
ნუშის ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ
- 3/4 ჭიქა ნუშის ფქვილი
- 15 მლ ყურძნის წიპწების ან ატმის კურკების ზეთი
- 40 გ ალოეს ფოთლების რბილობის პიურე
შეურიეთ ყველაფერი და გადაიტანეთ მინის ჰერმეტულ ჭურჭელში. მასა სქელია, მაგრამ მომენტალურად დნება კანზე წასმისას. ნიღაბი გაიჩერეთ 20-30 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სახლის პირობებში მომზადებული მალამოები ეკონომიაა და დიდი მოგებაა ხარისხშიც. გამოიყენეთ სხვადასხვა ნატურალური ინგრედიენტი საღებავებისა და კონსერვანტების გარეშე.
თქვენ როგორ ებრძვით ნაოჭებს? ჩვენთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია. დაწერეთ კომენტარებში თქვენი სილამაზის საიდუმლოებები, სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ!