მთავარი აგრონომია პომიდვრის ჩითილის კვება (სასუქი)

პომიდვრის ჩითილის კვება (სასუქი)

by Keti

მოახლოვდა ბოსტნებში აქტიური მუშაობის დრო. დღეს გთავაზობთ პომიდვრის ჩითილების მოვლის რამდენიმე ხერხს, რაც დაეხმარება მათ სწრაფ გაზრდაში და ხარისხიანი მოსავალიც იქნება.

რა არ ყოფნით მცენარეებს?

ამის გარკვევა შეიძლება მათი გარეგნული მონაცემებით:

  1. გაყვითლებული დამომჭკნარი ფოტლები, ასევე ზრდის შფერხება-საჭიროებს აზოტს
  2. ფოთლები გახდა იისფერი, ღერო კი გათხელდა, ფოსფორის ნაკლებობას აქვს ადგილი
  3. ფოთლების ნაპირები მშრალი გახდა- კალიუმს საჭიროებს
  4. ფოთლებზე გაჩნდა ყვითელი ლაქები-მაგნიუმის დეფიციტია
  5. დეფორმირებული და გაყვითლებული ფოთლები-კალციუმის უკმარისობის შედეგია

რას იძლევა სასუქი?

კვებით ნივთიერებებს აქვს პოზიტიური გავლენა ბოსტნეულის ზრდასა და განვითარებაზე, ასევე დაავადებების მიმართ მდგრადობის გამომუშავებაზე:

  • ხელს უწყობს ფესვების გამაგრებას;
  • აიოლებს ნიადაგში გადარგვის პროცესს;
  • ასტიმულირებს ჩითილის სწრაფ დაფესვიანებას;
  • ამაღლებს მცენარის ზოგად იმუნიტეტს;
  • იცავს დაავადებების განვითარებისგან;
  • აჩქარებს კვირტის ის წარმოქმნის პროცესს.

რით ვკვებოთ პომიდორი?

იოდი

იოდის სასუქის მოსამზადებლად აიღეთ 10 ლ წყლიანი ვედრო და ჩაამატეთ 10 წვეთი იოდი. მორწყით ბუჩქები არაუმეტეს კვირაში 1-2ჯერ. გამოიყენეთ ნახევარი ლ ხსნარი.

ნიორი

ნივრის საკვები იმუნიტეტს ამაღლებს. 5 კბილ ნიორს 1 ლ მდუღარე დაასხით და დადგით 20 წუთი თბილ ადგილას. ხსნარის 1 სუფრის კოვზი ჩაამატეთ 1 ლ წყალს და მორწყით მცენარეები კვირაში 2ჯერ.

საფუარი

პომიდორს უხდება საფუარი. 3 ლ ნადგომ წყალს 100 გ გახსნილი საფუარი და 0,5 სუფრის კოვზი შაქარი დაამატეთ. დააფარეთ მარლა და დადგით თბილ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ. დუღილის ბოლოს ნარევის 1 ჭიქა გახსენით 10 ლ წყალში და მორწყით პომიდორი თვეში ერთხელ. ყოველ ბუჩქს თითო ლ წყალი დაასხით.

კვერცხის ნაჭუჭი

ეს კალციუმის საუკეთესო წყაროა. სასუქის მოსამზადებლად 3-4 კვერცხის ნაჭუჭი ჩაყარეთ 3 ლიტრიან ქილაში, დაასხით თბილი წყალი და დადგით 2-3 დღე. მორწყით ჩითილები თვეში 2ჯერ.

ყავის ნალექი

ყავის ნალექი ნიადაგს უფრო ფხვიერს ხდის და ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით. მიწა მდიდრდება აზოტითა და ჟანგბადით, მცენარის ზრდა კი ჩქარდება.

თითოეული საკვები ნიადაგს თავისებურად ამდიდრებს და ჩითილს ულყოფილ მცენარედ გახდომაში ეხმარება. შეინახეთ ეს რჩევები და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!