მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ეს ნიშნები ყველაზე ზარმაცები არიან: მათი ბრალი არაა, ვარსკვლავებმა ასე გადაწყვიტეს

ზოდიაქოს ეს ნიშნები ყველაზე ზარმაცები არიან: მათი ბრალი არაა, ვარსკვლავებმა ასე გადაწყვიტეს

by Keti

არსებობენ სუფთა ადამიანები და ბინძურებიც. ეს უკანასკნელნი თავებს შემოქმედებად მიიჩნევენ. გარშემო მყოფებს კი უწესრიგოებად თვლიან. შესაძლოა ასეცაა, ასტროლოგებიც მათ ემხრობიან. ამტკიცებენ, რომ ზოდიაქოს ნიშანი თვისებებზე გავლენას ახდენს.

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

1. მორიელი

მორიელის სახლი ბრწყინავს სისუფთავით, თუმცა სტუმრები რომ წავლენ, ის დუნდება. ეს ეგოისტი ნიშანია. დღეს თუ დაიღალა, საქმეს ხვალისთვის გადადებს.

მისი ნივთებისთვის საუკეთესო ადგილი სკამია. კარადაში დიდი არეულობაა.

2. მშვილდოსანი

ის ენერგიული და აქტიურია, ასევე არაორგანიზებული. დალაგებისას პარალელურად მუსიკას უსმენს, უყურებს გადაცემას. ამიტომ დალაგების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის. მას დროის ხარჯვა დალაგებაზე ენანება.

რატომ უნდა დაკარგო დრო მტვრის დაწმენდაზე ან კარადის გასუფთავებაზე, როცა ეს დრო შეგიძლია სეირნობაში დახარჯო

3. ლომი

ეს შემოქმედებითი ნიშანია. მისი დღეები დაუგეგმავი და სპონტანურია. უწესრიგობას ვერც ამჩნევს. მოსალოდნელი ამბები და ახალი ადამიანები მას უფრო აინტერესებს, ვიდრე ყოფა, რომელშიც ცხოვრება უხდება.

ლომი ძალიან პატივმოყვარეა, ამიტომ ტანსაცმლიდან უმნიშვნელო მტვერს იბერტყავს, რათა არავინ გააფუჭოს მისი შესანიშნავი გარეგნობა.

4. სასწორი

სასწორი – ორმაგი ნიშანია. ერთი მხრივ, მოსწონთ როცა ყველაფერი ლამაზია, მეორე მხრივ, დამოუკიდებლად დალაგება არ უყვართ, რადგან ჭუჭყი არ მოსწონთ. სასწორებს დალაგების ვალდებულების სხვისთვის გადალოცვა უყვართ.

5. თხის რქა

რეცხავენ და ასუფთავებენ იმას, რაც ჩანს. მათ ოთხში ყველაფერი რიგზეა, ხოლო სათავსოში ან კარადაში უწესრიგობის ზეიმია.

იგივე ეხება ტანსაცმელს. გარეგნულად თხის რქა დამაკმაყოფილებლად გამოიყურება, მათ ჯიბეებსა და ჩანთაში კი სრული არეულობაა, ტერფებზე კი ნახვრეტიანი წინდები აცვიათ.

უწესრიგო ნიშნებს დალაგება არ უყვართ, მაგრამ ფლობენ სხვა დადებით თვისებებს. ამის გამო, ეპატიებათ უწესრიგო ჩვევები.

თუ პატიება არ გამოდის, ასე დამშვიდდით: ყველაზე ბინძური ნიშნებიც კი აღზრდას ექვემდებარება. პლანეტების გავლენა ძლიერია, მაგრამ ადამიანის გავლენა კიდევ უფრო ქმედითია. უთხარით ბინძურ ზოდიაქოს ნიშანს, რომ შეიცვალოს!

ყველაზე სუფთა ნიშნად ითვლება მერწყული, მისგან ბევრს ისწავლით!

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!