გიფიქრიათ, გვანან თუ არა მსახიობები მათ მიერ შესრულებულ როლებში ისტორიულ პერსონაჟებს? ან მხატვრები თუ ზუსტად ასახავდნენ მათ პორტრეტებს?
ცხადია, მსახიობები ისტორიული პირების ზუსტ ასლად ვერ გადაიქცევიან, თუმცა რეჟისორები გარკვეულ ნიუანსებს ითვალისწინებენ, რათა ვიზუალითა და ხასიათით მსახიობებმა რეალური ადამიანების დამაჯერებლად წარმოჩენა შეძლოდ.
ქსერქსე I – მსახიობი როდრიგო სანტორო (ფილმი ,,300”)
სპარსეთის მეფის ისტორიული პორტრეტი ცოტა ბუნდოვანია. ზოგი ისტორიული წყაროს მიხედვით, ს გონებაშეზღუდული და სუსტი იყო, თუმცა ამპარტავანიც და ნარცისიც. ფილმში ,,300′ კი მის როლზე როდრიგო სანტოროს შერჩევა გადაწყვიტეს.
ალექსანდრე III მაკედონელი – კოლინ ფარელი (ფილმი ,,ალექსანდრე”)
კრიტიკოსების თქმით ისტორიულ პერსონაჟსა და მსახიობს შორის ბევრი უზუსტობაა, ტემპერამენტულადაც და გარეგნობითაც.
ახალგაზრდა სალვადორ დალი – რობერტ პატინსონი (ფილმი ,,ფერფლის ნარჩენები”)
გარეგნული მსგავსება არ არის, თუმცა მსახიობმა ყველაფერი გააკეთა დალის როლის წარმატებით შესასრულებლად.
მეფე ლეონიდას I – ჯერარდ ბატლერი (ფილმი ,,300′’)
ისტორიკოსების თქმით სპარტას მეფე ლეონიდას I მმართველობის 10 წლიან პერიოდში განსაკუთრებული საქმიანობებით არ გამოირჩეოდა. გამმორჩეული მხოლოდ მისი გმირული სიკვდილია თერმოპილეს ბრძოლაში. რეჟისორს კი ეს რომ გაეთვალისწინებინა, სპარტას მეფეს ფილმშიც ნაკლებად მამაც ტიპაჟად გამოიყვანდა.
იმპერატორი კომოდუსი – ჰოაკინ ფენიქსი (,,გლადიატორი”)
ჰოაკინ ფენიქსი ნამდვილად არ ჰგავს თავის ისტორიულ პროტოტიპს. ამას ემატება ფაქტობრივი უზუსტობაც: რეალური კომოდუსი რომს 13 წელი მართავდა, ფილმში კი ის მხოლოდ 2 წელი მეფობს. იმპერატორი, რეალურად, ყოველთვის მონაწილეობდა გლადიატორთა ბრძოლაში, თუმცა ამის შედეგად არასდროს დაზარალებულა.
უილიამ ვოლასი – მელ გიბსონი (,,მამაცი გული”)
ფილმმა 10დან 5 ნომინაცია მოიგო, თუმცა ისტორიკოსების კრიტიკას ვერ გადაურჩა. რეალური სერ უილიამ ვოლასი შოტლანდიელი რაინდი იყო და არისტოკრატთა ოჯახს ეკუთვნოდა. თან გარეგნულადაც მაინცდამაინც არ გვანან.
ჟანა დარკი – მილა იოვოვიჩი (,,ჟანა დარკი”)
გარეგნული მხარე დისკუსიის საგანია, თუმცა მილა იოვოვიჩის შესრულება ლუკ ბესონის ფილმში ნამდვილად არ არის ცუდი.
მეფე არტური – კლაივ ოუენი (,,მეფე არტური)
ფილმის მთავარი გმირი ძალიან განსხვავდება ლეგენდარული ბრიტანელი მმართველისგან. ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, ფილმში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაცაა.
მეფე ჰენრი VIII – ჯონათან რის მაიერსი (სერიალი ,,ტიუდორები”)
ერთი შეხედვითაც ჩანს რამხელა განსხვავებაა ამ ორი პიროვნების ვიზუალურ მხარეში.
კლეოპატრა – მონიკა ბელუჩი (,,ასტერიქსი და ობელიქსი: მისია კლეოპატრა”)
კლეოპატრამ ადვილად დაიპყრო რომაელი დიქტატორის – იულიუს კეისარისა და მისი მემკვიდრის – მარკუს ანტონიუსის გული. ამიტომაც ჰგონია ყველას, რომ პტოლემაიოსის ეგვიპტის უკანასკნელი ფარაონი განსაცვიფრებლად ლამაზი იყო. რეალურად კი, კლეოპატრა იყო პატარა ტანის და არცთუ ისე მიმზიდველი ქალი. მისი როლის შესრულება კი სხვადასხვა დროში მოღვაწე ლამაზმანების ხვედრია – ვივიენ ლი, სოფი ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი, მონიკა ბელუჩი – ეს მსახიობები იყვნენ ამ ცნობილი ისტორიული ფიგურის როლის შესრულებლები.