კიდევ რა საიდუმლოებებს მალავს ეს გენიოსი თავის ნამუშევრებში? ჩვენ გთავაზობთ კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ ცნობილი შემოქმედის შესანიშნავი სამყარო!
1. შეცდომა სალვატორ მუნტის ნახატში
თუ ნახატს ახლოდან დააკვირდებით, დაინახავთ, რომ იესოს ხელში დაჭერილი სფერო გამჭვირვალეა. ლეონარდო ოპტიკის კანონებს გულდასმით სწავლობდა და მას უნდა სცოდნოდა, რომ კრისტალის სფეროს უკანა ნაწილი ასე არ უნდა გამოიყურებდეს. უკანა პლანი გაფართოებული უნდა იყოს და არა ფოკუსში მოქცეული.
2. უცნაური ფაქტი ,,საიდუმლო სერობის” შესახებ
რამ გააერთიანა ტილოზე იუდა და იესო? არსებობს ლეგენდა, რომ იუდასა და იესოს მოდელისთვის და ვინჩიმ ერთი და იმავე ადამიანი გამოიყენა. სამწუხაროდ, უცნობია, ვინ იყო ეს ადამიანი.
ლეგენდის თანახმად, ლეონარდომ თავისი იესო ეკლესიის მგალობელთა გუნდში იპოვა. მოგვიანებით, ნახატის დასრულებამდე, ის იუდას შესაბამის მოდელს ვერ პოულობდა, ბოლოს კი ქუჩაში მიაგნო ერთ ლოთ მამაკაცს. როცა მან იუდას მოდელთან მუშაობა დაასრულა, მოდელმა აღიარა, რომ იცნო ნახატი, რადგან 3 წლის წინ ის იესოს მოდელად მუშაობდა და ვინჩისთვის.
3. მორიგი უცნაური ფაქტი ,,საიდუმლო სერობაზე”
მეორე ფაქტი არის იუდას გვერდით ამოტრიალებული მარილის ჭურჭელი. ეს შეიძლება იმ ცრურწმენის სიმბოლოა, რომ მარილის მიმობნევა ხიფათს გვიმზადებს, რადგან ტილოზე სწორედ ის მომენტია ასახული, როცა იესო ერთ-ერთ მოღალატე მოციქულზე საუბრობს.
4. ახლახან აღმოჩენილი ,,იზაბელა დესტეს პორტრეტი”
იზაბელა დესტის პორტრეტი ცოტა ხნის წინ იქნა აღმოჩენილი და დადგინდა, რომ ეს ლეონარჩო და ვინჩის ტილოა. მას ძალიან ამსგავსებენ მონა ლიზას, ღიმილით – განსაკუთრებით.
5. ნახატის – ,,ქალი ყარყუმით” – სხვადასხვა ვერსია არსებობს
,,ქალი ყარყუმით” ახალი ტექნიკით დაასკანერეს და მეცნიერების გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნახატზე ყოველთვის ყარყუმი არ იყო გამოსახული. ყველაზე ახალ ვარიანტამდე პორეტის კიდევ 2 ვერსია იყო ცნობილი. პირველი ვერსია იყო ყარყუმის გარეშე, მეორეზე კი სულ სხვა ცხოველი იყო გამოსახული.
რომელმა მისტიკურმა საიდუმლომ განგაცვიფრათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!