არსებობს ასეთი დარგი – პერსონალობის ფსიქოლოგია. ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ ის 2 ადამიანი, რომლებსაც განსხვავებული ხასიათი აქვთ და მეგობრობენ, ხოლო ერთნაირი ხასიათის მქონე ადამიანები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. ეს ტესტი სწორედ მსგავს თემაზეა.
შეხედეთ ფოტოს და თქვით: ვინ გატეხა ვაზა? ფოტოზე არანაირი მინიშნება არ არის, უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსირეთ. ჩვენ კი პასუხის მიხედვით, თქვენს პიროვნილ მხარეს განვიხილავთ.
ამ შემთხვევაში მხოლოდ ინტუიცია დაგეხმარებათ, გადაჭრათ ეს ამოცანა.
ბავშვი A
თითქოს პირველ რიგში ბავშვზე ვიღებთ ეჭვს, რადგან სხვები მისკენაც იყურებიან. შესაძლოა ეს ის ადამიანია, რომელზეც გამუდმებით აქვთ ეჭვი და ყველაზე ხშირად აბრალებენ დანაშაულს.
შეიძლება ის ოჯახის ყველაზე პატიოსანი წევრია და თავად იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას.
თუკი ბიჭუნა A აირჩიეთ, ესე იგი, დეტალებს აკვირდებით და პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ. ყველასთან და ყველაფერთან ფრთხილად ხართ. თუკი სხვა პასუხი აირჩიეთ, განაგრძეთ კითხვა.
ბავშვი B
ეს გოგონა ყველაზე უფროსია ბავშვებს შორის და შესაძლოა ბავშვებსაც ის უვლის, როცა დედა დაკავებულია. ის ბიჭ A-ს უყურებს, რათა მის დანაშაულში დარწმუნდეს. ან იქნებ თავად გატეხა და მას აბრალებს. თუმცა შესაძლოა, უბრალოდ უყურებს, ყოველგვარი განსჯის გარეშე.
თუ გოგონა B აირჩიეთ, კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ, თქვენ გესმით ადამიანების და ნაკლებად განსჯით მათ. თქვენ არასდროს ტოვებთ მეგობრებს გასაჭირში. ყოველთვის გესმით სხვისი პრობლემის და ცდილობთ ყველას დახმარებას.
ბავშვი C
ბავშვ C-ს ყველაზე უდარდელი პოზიცია აქვს. მას ჯიბეებში აქვს ხელები და ცდილობს ემოციები დამალოს. თითქოს ფიქრობს: ,,ამას მხოლოდ სულელი გააკეთებდა”.
თუ ეს ბავშვი აირჩიეთ, ესე იგი, კარგი დაკვირვების უნარი გაქვთ. ყოველთვის ფრთხილად ხართ, თუმცა ამას გარეგნულად არ გამოხატავთ. თქვენ ხედავთ ადამიანის მიერ ჩადენილ შეცდომებს და არა გარემოს დანაშაულს, ამიტომაც ფრთხილობთ ყველასთან ურთიერთობისას.
ბავშვი D
ეს ბავშვი დედას უახლოვდება, რათა აჩვენოს, რომ ძალიან განიცდის ვაზის გატეხვას. თან ისიც არა სხვებს, არამედ მხოლოდ ვაზას უყურებს. მისი დედასთან მიახლოება კი იმის მცდელობაა, რომ ბრაზი და სასჯელი აირიდოს.
ამ გოგონას არჩევა, პასუხისმგებლიან და სანდო ადამიანად გაქცევთ. ასეთი თვისება გხდით წარმატებულს ყველაფერში, რასაც ცხოვრებაში აკეთებთ. თუმცა ყოველდღე ცდილობთ, უკეთეს ადამიანად იქცეთ. სხვებს ადვილად ენდობით, რადგან ძალიან სენსიტიური ხართ.
თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ სხვა მეგობრებსაც. იქნებ დაემთხვეს თქვენი პიროვნული თვისებები ერთმანეთს!