ტესტი: ჩაიფიქრეთ სურვილი და აარჩიეთ ჯადოსნური ვარსკვლავი, ჩვენ კი გეტყვით, აგიხდებათ თუ არა ის

by Keti Alaverdashvili

მრავალი ჩვენგანი ჩაიფიქრებს სურვილს, როცა ხედავს ვარსკვლავის ვარდნას. დღეს გთავაზობთ ჩაიფიქროთ სურვილი და შეარჩიოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ვარსკვლავებიდან რომელიმე.

დახუჭეთ თვალები, ჩაიფიქრეთ სასურველი ოცნება და შეარჩიეთ ერთ-ერთი ვარსკვლავი. 

ვარსკვლავი N1

რწმენა თქვენი ყველაზე ძლიერი იარაღია. თუ რაიმეს მისაღწევად მთების გადაადგილება დაგჭირდებათ, თქვენ თამამად შეუდგებით საქმეს. ასე რომ, ჩაფიქრებული სურვილი მალე და მოულოდნელად აგისრულდებათ.

ვარსკვლავი N2

ალბათ, კარგად გესმით, რომ რაიმეს მისაღებად ბევრი ძალისხმევაა საჭირო. არ დანებდეთ და აუცილებლად მიაღწევთ სასურველს. ბოლოს ცოტა მოთმინება და სურვილი აგისრულდებათ.

ვარსკვლავი N3

იცით, ზოგჯერ უნდა გეშინოდეთ თქვენი სურვილების. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ ის? ბედს ახსოვს თქვენი სურვილის ასრულება. თუ მართლა გსურთ ეს, ჩადეთ მთელი ძალისხმევა, სურვილი კი აგისრულდებათ!

ვარსკვლავი N4

ყურადღება მიაქციეთ ძველ მეგობრებს. სწორედ ერთ-ერთი მათგანი დაგეხმარებათ სურვილის ასრულებაში.

ვარსკვლავი N5

თქვენ შეარჩიეთ მეხუთე ჯადოსნური ვარსკვლავი, ეს კი წარმატების საწინდარია. თქვენი სურვილი ნამდვილად ასრულდება, ამაში კი თქვენი სიკეთე დაგეხმარებათ.

ვარსკვლავი N6

თქვენი სურვილი რეალობად იქცევა, თუკი გაბედულად იმოქმედებთ. ჯეკპოტის მოსაგებად ჯერ ლატარიის ბილეთი უნდა შეიძინოთ. არაფრის შეგეშინდეთ, ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

ვარსკვლავი N7

ფორტუნა ჯერჯერობით უნდობლად გეკიდებათ. მას სურს დარწმუნდეს, ღირსი ხართ თუ არა ამ საჩუქრის. სურვილის შესასრულებლად კარგად უნდა იშრომოთ, თუკი ცოტას მოითმენთ, ყველაფერი გამოგივათ!

0

ასევე დაგაინტერესებთ