ტიბეტში ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის მრავალი საიდუმლო იმალება. ერთ-ერთია ჰორმონული ვარჯიშები, რომელმაც ჩვენამდე ახლახან მოაქცია.
გთავზობთ ამ ვარჯიშების საიდუმლოს.
ჰორმონული ვარჯიშები ჯანმრთელობისთვის
ჩვენ ბოლომდე ვერ ვიგებთ ვარჯიშების პრინციპს, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ეფექტურია. ის მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე.
პირველ რიგში, ენდოკრინულ სისტემაზე. ორგანიზმში ჰორმონების სწორ გამოყოფაზე სწორედ ეს სისტემაა პასუხისმგებელი.
მეორე, ვარჯიშები ეხმარება სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას. მთელი მოძრაობები ეს არის თვითმასაჟი. ეს თავიდან გვაცილებს სითხის შეგუბებას.
სისხლისა და ლიმფის აქტიური მუშაობის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება ტოქსინებისგან. ეს ახდენს გამაახალგაზრდავებელ ეფექტს.
შემდეგი სისტემა საყრდენ-მამოძრავებელია. ვარჯიშების წყალობით ქრება შეშუპება და მაგრდება სახსრები. ასევე ვარჯიშები გვეხმარება სმენისა და მხედველობის გაუმჯობესებაში, ამცირებს რესპირატორული დაავადებების სიხშირეს.
კომპლექსი მარტივია და სულ 15 წუთი გრძელდება. სჯობს, ვარჯიში დილით დაიწყოთ, გაღვიძებისთანავე. საუკეთესოა, შეასრულოთ დილის 6 საათამდე.
ქვემოთ იქნება რუსულენოვანი ვიდეო, სადაც თითოეული ვარჯიშია ნაჩვენები დეტალებში.
ვარჯიშთა კომპლექსი
1. დაჯექით მოხერხებულად, დაიწყეთ ხელისგულების ფშვნეტა, აკეთეთ, სანამ სიცხეს არ იგრძნობთ ხელებში, შემდეგ კი მთელ სხეულში. დაიქნიეთ ხელები.
2. მოხარეთ მარცხენა ხელი იდაყვში და დაიწყეთ ქნევითი მოძრაობები მარჯვენა ხელით, იდაყვიდან ზემოთ. გააკეთეთ 10ჯერ. ჩამოიქნიეთ ხელი ზემოდან ქვემოთ. გააკეთეთ იგივე მეორე ხელზეც. დაიბერტყეთ ხელები.
3. გააკეთეთ თითების ვარჯიში. მარცხენა ხელის ნეკა თითი შეყავით მარჯვენა ხელის თითებით გაკეთებულ რგოლში. გააკეთეთ წრიული მოძრაობები. მარჯვენა მოძრაობს თქვენგან, მარცხენა – თქვენკენ. გაიკეთეთ ასეთი სახით ყველა თითის მასაჟი. გაიმეორეთ მეორე ხელზეც.
დაისრისეთ თითოეული თითი ფუძიდან ფრჩხილისკენ, სწრაფი მოძრაობით, თითქოს თითებს იჭიმავთ. დაიქნიეთ ხელები, რათა მხრები მოადუნოთ. კვლავ მსუბუქად დაისრისეთ ხელის გულები.
4. მარჯვენა ხელით აიღეთ მარჯვენა ყურის ბიბილო, მარცხენა ხელი დაიდეთ თავზე და ხელი მოკიდეთ მარჯვენა ყურს. დაიწყეთ ყურის აქტიური მასაჟი მის ყველა წერტილზე.
მარჯვენა ხელის დიდი თითი ყურში შეიყავით. ამოძრავეთ თითი ყურის ნიჟარაში, ხელი გადახარეთ უკან, თითის გამოუღებლად, ყური კი კეფისკენ გასწიეთ შეცვალეთ მხარე.
5. ორივე საჩვენებელი თითი ცხვირის ძგიდეზე დაიწყეთ, წარბების ფუძესთან. დაიწყეთ მასაჟი. წარბებს შუა წერტილის დამასაჟების შემდეგ თითები შუბლისკენ, საფეთქლისკენ წაიღეთ, დაიმასაჟეთ ისინიც. ჩამოდით ტუჩის კუთხეებთან. მარცხენა თითი დატოვეთ ადგილზე, მარჯვენა კი ცხვირისქვედა ფოსოში დაიდეთ, თან იმასაჟეთ, შეცვალეთ თითები. იგივე გააკეთეთ ტუჩისქვედა ფოსოზეც. ( იხილეთ ვიდეო).
6. მსუბუქი ჩქმეტით მთელ სახეს შემოუარეთ – ნიკაპიდან ლოყებისკენ და თავისკენ.
სახის ოვალიდან ცხვირ-ტუჩის კუთხეზე გადადით. შემდეგ მთელ სახეზე ზემოდან ქვემოთ.
7. გაჭიმეთ ხელები წინ, შეაერთეთ თითები. დაუშვით ნიკაპი ცერა თითებზე, მოადუნეთ თავი და კისერი. დარჩით ასე 30 წამიდან 1 წუთამდე. შემდეგ დაუშვით ხელები მუხლებზე, დახუჭეთ თვალები და იყავით უმოძრაოდ. ისუნთქეთ ღრმად.
8. თუ ცაცია არ ხართ, მარჯვენა ხელი ყელზე დაიდეთ, თუ ცაცია ხართ – მარცხენა. თავისუფალი ხელი დაადეთ მას. გააკეთეთ მოძრაობები ზემოდან ქვემოთ, ყელიდან მკერდის გასწვრივ. შეცვალეთ ხელი. შემდეგ ხელებით მორიგეობით გააკეთეთ იგივე.
9. ერთმანეთზე დადებული ხელები მზის წნულზე დაილაგეთ. დაიწყეთ მუცლის წრიული მასაჟი, მუცლის მარცხენა მხრიდან ქვემოთ, მარჯვენადან – ზემოთ. დააწექით ძლიერად შინაგან ორგანოებს.
10. ამავე პოზაში ხელისგულები შუბლზე გადაიტანეთ და გაიკეთეთ მასაჟი თავზე წრიული მოძრაობებით. ხელები წაიღეთ წინ, გააჩერეთ თქვენ წინ სხეულიდან 20 სმზე. ნახევრადმოხრილ მდგომარეობაში ხელები გადაიტანეთ თავის უკან,შემდეგ წინ. იმეორეთ.
11. ხელები გვერდზე გასწიეთ, ხელისგულებით მაღლა. დაიწყეთ ბრუნვა გვერდებზე, არ მოხაროთ ხერხემალი. ხელები დაუშვით მუხლებზე და გაჩერდით უმოძრაოდ.
12. მარცხენა ხელი დიაგონალზე გასწიეთ, მარჯვენა კი მარცხენა მხარზე დაიდეთ. დაიწყეთ მარჯვენა ხელის წასმა მარცხენას მთელ სიგრძეზე მძლავრად. ორივე მხარეს შეასრულეთ.
შეაერთეთ ხელები, მიადეთ ხელისგულები ერთმანეთს. დაიწყეთ ჰაერში რვიანების ხატვა იდაყვებით. შემდეგ ხელები გადააჯვარედინეთ. გაჭიმეთ თქვენს წინ და ხელისგულები მიაბრუნეთ თქვენგან. ხელები მაღლა ასწიეთ, მკერდი წინ წამოწიეთ. ზურგი მოამრგვალეთ, მუცელი შეზნიქეთ. ხელები აწიეთ და ამოისუნთქეთ. ჩასუნთქვაზე ხელისგულები გაშალეთ. ხელები გაშალეთ მხრების სიგანეზე და გაწიეთ მაქსიმალურად უკან. დაუშვით ხელები მუხლებზე. მოდუნდით, იჯექით უმოძრაოდ.
პირველივე შესრულების შემდეგ იგრძნობთ შემსუბუქებას. ნახეთ დეტალები ვიდეოში:
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!