ყურადღებით დააკვირდით კრისტალებს, შეარჩიეთ ერთ-ერთი. გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი.
ამგვარად, რომელი კრისტალი შეარჩიეთ?
1. თქვენ შეარჩიეთ ციტრინი
თქვენ საკუთარი რეალობა უნდა შექმნათ, სადაც ოცნებებს განახორციელებთ. განსაზღვრეთ მიზანი და მისკენ იარეთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ დაბრკოლებებს. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ არის.
2. თქვენ ნეფრიტი შეარჩიეთ
ძალიან ბევრს ფიქრობთ მომავალზე და ეს გსტრესავთ, აწყობთ გეგმებს და ფიქრობთ მათ განხორციელებაში ხელს რა შეგიშლით. სჯობს, რომ აწმყოთი იცხოვროთ. მოდუნდით და პატივი მიაგეთ წარსულსაც.
3. თქვენ შეარჩიეთ ვარდისფერი კვარცი
ისწავლეთ მოთმინება და თავშეკავება, არ იჩქაროთ მიზნების მიღწევის გზაზე. გქონდეთ თქვენი კურსი და გარშემომყოფებს არ შეედაროთ. გახსოვდეთ, მთავარია თვითდარწმუნება, თვითრწმენა და სითამამე.
4. თქვენ შეარჩიეთ ლაბრადორიტი
იყავით გულწრფელები და უსმინეთ თქვენს გულისთქმას. იხელმძღვანელეთ სიყვარულითა და თანაგრძნობით. ეს უკან ათმაგად დაგიბრუნდებათ. არ იყოთ მკაცრი საკუთარი თავის მიმართ, გამხიარულდით და დატკბით ცხოვრებით!