მთავარი ტესტები არ იცით როგორ მოიქცეთ მომავალში? მიიღეთ წინასწარმეტყველური რჩევები ოშოსგან!

არ იცით როგორ მოიქცეთ მომავალში? მიიღეთ წინასწარმეტყველური რჩევები ოშოსგან!

by Keti

თითოეული ჩვენგანი ყოფილა იმ სიტუაციაში, როცა არ სცოდნია, რა გააკეთოს მომავალში. გსურთ პასუხების მიღება საჭირბოროტო კითხვებზე? მიმართეთ დახმარებისთვის ცნობილ ინდოელ წინასწარმეტყველ ოშოს.

გონებაში დაუსვით თქვენს თავს კითხვა და აარჩიეთ კარტი.

1. შეწყვიტეთ სიყვარულის მოთხოვნა, სჯობს ის თავად გასცეთ. რაც მეტს გასცემთ, მეტს მიიღებთ საპასუხოდ.

2. სიცილი არამხოლოდ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, არამედ ადამიანსაც ალამაზებს. გულწრფელად გიხაროდეთ იმის, რაც გარშემო ხდება! ასე ცხოვრებაც დალაგდება.

3. ერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც ნეგატივი შემოაქვთ ცხოვრებაში. რამდენადაც სულიერები არიან გარშემომყოფები, იმდენად მიაღწევთ წარმატებას. ცხოვრების ცუდ ემოციებზე ხარჯვა არ ღირს.

4. არ მოითხოვოთ ის, რომ სხვები იდეალურები იყვნენ. სრულყოფილება არ არსებობს, ყველა ადამიანი უნიკალურია. 

5. ახლა გგონიათ, რომ სამყარო გარშემო იშლება, მაგრამ შეხედეთ ამას სხვა მხრიდან, დაფიქრდით, რისი აშენება შეგიძლიათ ამ ნანგრევებისგან.

6. იყავით მარტივები, ისწრაფეთ, ადამიანებს აჩუქოთ ღიმილი და დაეხმაროთ მათ. ასე გაბედნიერდებით!

7. არ ეცადოთ, გაექცეთ საკუთარ თავს. ვერასდროს გახდებით ის, რაც არ ხართ. დაე, ყველაფერი თავის გზით წავიდეს.

8. ყველაფერში რაღაც აზრს ეძებთ. როცა მდინარეს აკვირდებით ან მოჭიკჭიკე ჩიტებს, ხომ არ ფიქრობთ, თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას? უბრალოდ გიხაროდეთ!

9. გიხაროდეთ, რომ არსებობთ და სუნთქავთ, ნუ მოახდენთ ყველაფრის დრამატიზებას. ყველაფერი ცუდი ძალიან მალე გაივლის.

10. ბევრს ნუ ფიქრობთ, საჭიროა, ენდოთ გულს და შინაგან ხმას. მაშინ ზუსტად მიიღებთ სწორ პასუხს!

11. უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს გამოასწორებთ. იარეთ წინ და დაამთავრეთ სწორად. ამაშია წარმატების საიდუმლო.

12. ენერგიას ტყუილად ნუ დახარჯავთ, ყურადღება დაუთმეთ მშვენიერს და გაემიჯნეთ ნეგატიურს! სისულელეა ცხოვრების დახარჯვა მრისხანებაზე, სისულელეზე და წყენაზე!