მცენარეების მოვლა სასუქის შეტანით იწყება, რათა ზაფხულსა და შემოდგომაზე კარგი მოსავალი მივიღოთ.
ბაღის კვება გაზაფხულზე
თოვლი და ნალექი რეცხავს საკვებ ნივთიერებებს. გრუნტიდან პირველი აზოტი გაედინება, სწორედ მისი შეტანით ვიწყებთ ბაღის მოვლას. სასუქის შეტანა ხდება ყვავილობამდე 2 კვირით ადრე, ამისთვის იყენებენ რომელიმე ხსნარს:
- შარდოვანას 5%იანი ხსნარი
- ამიაკის სელიტრი
- 2 ლ წყალში განზავებული 500 გ ფუნა 1 კვადრატულ მ-ზე
შეგიძლიათ, შარდოვანას შეფრქვევაც. ვაშლის ხეებს 0,3%იანი ხსნარი უხდება, მსხლისას – 0,2%. კურკოვან კულტურებს – 0,5%იანი.
რითი გამოვკვებოთ ბუჩქები
კენკროვანებს გაზაფხულზე 2ჯერ კვებავენ ფესვური და არაფესვური მეთოდებით. პირველი შეტანა ხდება ნიადაგის გალღვობისას და კვირტების გაბერვისას. ამისთვის აუცილებელია აზოტის სასუქი, მაგ., 30 გ ამიაკის სელიტრი ან 50 გ ამონიუმის სულფატი 1 კვადრატულ მ-ზე.
მაისის ბოლოს ზოგ კენკროვანს არაფესვოვანი კვება სჭიდება: გოგირდმჟავა კალიუმის ან სუპერფოსფატის 1%იანი ხსნარებით. ასევე მიკროელემენტებით. მარგანეცის 0,1% ხსნარი ან ბორის მჟავას 0,01%-0,05% ხსნარი.
ბოსტნის განოყიერება
ყველაზე მნიშვნელოვანი აზოტია, მაგრამ გვახსოვდეს კალიუმიცა და ფოსფორიც არანაკლებია. მათი შეხამება ბოსტნეულის ფესვებისა და ფოთლების თანაბრად გაზრდას უზრუნველყოფს.
გადამუშავებული ფუნა ან კომპოსტი უნდა შეიტანოთ ბოსტნეულის დარგვამდე 3-4 კვირით ადრე, 1 ვედრო 1 კვმ-ზე. მინერალური სასუქები კი – დათესვის ან გადაბარვის წინ.
ორგანული სასუქები 1 კვმ-ზე:
- 30-35 გ აზოტის სასუქი (კარბამიდი, ამიაკის სელიტრი, შარდოვანა)
- 25 გ ფოსფორის სასუქი (სუპერფოსფატი, ამოფოსი)
- 20 გ კალიუმის ნივთიერებები (გოგირდმჟავა კალიუმი, მაგნეზია, კალიმაგი)
გაზონის კვება
ყველა მოაგარაკე ოცნებობს თოვლის დნობის შემდეგ ნაკვეთზე მწვანე მდელო იხილოს. თუმცა ეს თავისთავად არ მოხდება. ზრდის სტიმულისთვის დაგჭირდებათ ბალახის კვება აზოტით და სხვა ნივთიერებებით.
გაზონისთვის იყენებენ როგორც თხევად, ასევე მყარ სასუქს. ყველაზე ხშირად ხმარებაშია:
- ნიტროამოფოსკა
- ფერტიკა
- ბონა ფორტე (თხევადი)
ერთი განოყიერება საქმეს არ შველის, გაზონის მორთვა მთელი სეზონი საჭიროა.
საყვავილის განოყიერება
მცენარეების ნარჩენების გასუფთავების შემდეგ საჭიროა ნიადაგის განოყიერება
საყვავილის განოყიერება
მცენარეების ნარჩენების გასუფთავების შემდეგ საჭიროა ნიადაგის განოყიერება. პირველ ყვავილებს ანოყიერებენ მინერალური სასუქით. ნორმები ყვავილის სახეობაზეა დამოკიდებული.
მაგალითად, ვარდის უხვი ყვავილობისთვის აუცილებელია ფოსფორი, თუმცა ეს არ ყოფნის. ახალ ბუჩქებს ორგანული სასუქიც სჭირდება. მათთვის ოპტიმალურია ფუნას სუსტი ხსნარი. მცენარე რომ არ დაიწვას, ნაკელი უნდა განაზაოთ წყალთან 1:20, დადგათ 5 დღე, კვლავ განაზაოთ 1:3 და მორწყათ. მოზრდილი ვარდის ბუჩქებისთვის უკეთესია ამიაკის სელიტრი, მას ასხამენ თოვლის გაქრობის შემდეგ 20-30 გ-ს 1 მ-ზე. ვარდებისთვის მაისის სასუქიც გამოიყენება, რომელიც 10 გ ფოსფატისა და 10 გ სულფატისგან გამოიყენება 10 გ წყალზე.
სხვა ყვავილებისთვის შეგიძლიათ უნივერსალური სასუქის შერჩევა. საუკეთესოა ის, რომელიც უზრუნველყოფს ნიადაგს აზოტით, ფოსფორით, კალიუმით…
ყველა მცენარეს კარგი და აქტიური სეზონისთვის საგაზაფხულო განოყიერება სჭირდება. არ დატოვოთ არც ერთი კუთხე დროული ზრუნვის გარეშე. დატკბით შრომის შედეგებით მთელი წელი!