მთავარი ტესტები ტესტი ქალბატონებს: აარჩიეთ ფეხსაცმელი და გაიგეთ, როგორ გხედავენ მამაკაცები თქვენ

ტესტი ქალბატონებს: აარჩიეთ ფეხსაცმელი და გაიგეთ, როგორ გხედავენ მამაკაცები თქვენ

by Keti

დღეს გევალებათ, შეარჩიოთ ფეხსაცმელი და გაიგოთ, როგორ აღგიქვამენ მამაკაცები.

ამგვარად, აარჩიეთ სასურველი ფეხსაცმელი.

ფეხსაცმელი 1

მამაკაცებისთვის თქვენ ხართ ელეგანტური და პრინციპული

საკმაოდ თამამი ქალი ხართ, მამაკაცებმა ეს იციან. გაქვთ თქვენი პრინციპები, რომლებსაც არ არღვევთ. ურთიერთობაში შემოსვლისთვის მამაკაცი ძალიან უნდა ეცადოს, რადგან რთულია თქვენთან შესაბამისობა. მამაკაცი მაშინვე ხვდება, რომ თქვენ ხანმოკლე ურთიერთობები არ გაწყობთ და წვრილმანები თქვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასზე შენდება სიყვარული.

ფეხსაცმელი 2

მამაკაცებისთვის თქვენ მარტივი არ ხართ, გაქვთ დიდი მოთხოვნები.

გარშემომყოფი მამაკაცი მაშინვე იგებს, რომ ხართ თავმოყვარე და პირველ პლანზე საკუთარ კარგად ყოფნას აყენებთ. აზროვნებთ ცივი გონებით, სწორად განსჯით მოვლენებს და დროს არ ხარჯავთ უთანასწორო ურთიერთობაზე. მამაკაცებში დიდი პოპულარობით სარგებლობთ, მაგრამ თქვენ გულს რთულად იგებენ.

ფეხსაცმელი 3

მამაკაცებისთვის თქვენ ნამდვილი ანგელოზი ხართ

თქვენ საყვარელი და ნაზი გოგონას იმიჯი გაქვთ, რომელზე ზრუნვაც ყველას უნდება. მამაკაცი მზად არის, დაგიფინოთ თავისი მოსასხამი, ოღონდ ფეხსაცმელები არ გაგიჭუჭყიანდეთ. თქვენი ქალურობა მათ ჭკუიდან შლის, თქვენ არ ხართ მსუბუქი და ქარაფშუტა, უბრალოდ იცით, როგორ გამოიყენოთ თქვენი ბუნებრივი სილამაზე.

ფეხსაცმელი 4

მამაკაცები მიუდგომელი ციხე-სიმაგრესავით გეპყრობიან.

თქვენ მკაცრი და ზედმეტად პრინციპული ქალის ეფექტს ახდენთ. ამიტომ მამაკაცებს უბრალოდ ეშინიათ თქვენი. ძალიან მიყწვდომელი ხართ მათთვის, რადგან ხართ ჭკვიანი და მიზანმიმართული, საუკეთესოდ იცით საკუთარი თავის ფასი. აზროვნებთ ცივი გონებით და არასდროს თმობთ პოზიციებს.

ფეხსაცმელი 5

მამაკაცები თქვენში ხედავენ ქალს, რომელიც სტატუსით მათზე მაღლაა

თქვენ ელეგანტური და მანერული პიროვნება ხართ, თქვენთან იოლი არ არის ურთიერთობა. ეს მამაკაცებს აშინებთ, მაგრამ თქვენთვის სულერთია, რადგან იცით, რომ შესაბამის პარტნიორს იპოვით. თქვენი სიმკაცრე პირველი შთაბეჭდილებაა, შინაგანად ნაზი და მოწყვლადი ხართ.

ფეხსაცმელი 6

თქვენ ხართ ქალი-გამოცანა, რომელსაც ვერ უგებენ

თქვენ ძალიან ემოციური ადამიანის ეფექტს ავლენთ, რომელსაც განწყობა ყოველ წამს ეცვლება. ისინი ყოველთვის უნდა დაგეწიონ თქვენ, ბევრს ეს ძალიან ხიბლავს, რადგან თქვენთან მოწყენა შეუძლებელია. თქვენ ყველაფერი უჩვეულო გიზიდავთ, მისდევთ მოდას და უვლით თავს. ყველაფერი ეს ძალიან მოსწონთ თქვენს პოტენციურ პარტნიორებს.