მთავარი ტესტები გვითხარი როგორი ფორმის ტუჩი გაქვს და ჩვენ შენზე დაფარულ საიდუმლოს გეტყვით

გვითხარი როგორი ფორმის ტუჩი გაქვს და ჩვენ შენზე დაფარულ საიდუმლოს გეტყვით

by guramus

წარმოგიდგენთ ტესტს, რომლის მეშვეობითაც ქალის ტუჩის ფორმით მის ხასიათს გაგებთ. შეგიძლიათ ეს საკუთარ თავზე გამოსცადოთ. აირჩიეთ ფოტოზე ის ფორმა, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს ტუჩებთან.

ავანტურისტი
ძალიან მიმზიდველი ქალი ხართ. არ შეგიძლიათ ცხოვრება თავგადასავლების გარეშე, ამაშია თქვენი ხიბლი. შეგიძლიათ იმოქმედოთ თავზე ხელაღებით და ბრმად, მაგრამ თუ საჭიროა, ცივსისხლიანობას შეინარჩუნებთ. თქვენთან ერთად არასდროს მოიწყენ!

გამოუსწორებელი ოპტიმისტი
უბრალოდ ოპტიმისტი კი არა, პოზიტივის განსხეულება ხართ. მსოფლიოს კეთილი დამოკიდებულებით ყუყრებთ და ყოველთვის რაღაც კარგს ეძებთ. ხანდახან ასეთი ხედვა ადამიანებს არასასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება, მაგრამ თქვენ არ ხართ მიჩვეული დიდხანს მოწყენას, მალე ივიწყებთ და ცხოვრება ისევ ლაგდება.ამგზასარგადაუხვიოთ.

საუკეთესო მეგობარი
ძალიან მომხიბვლელი ქალი ხართ. ადამიანები თქვენს ხიბლს ქედს უხრიან და ყოველთვის სურთ თქვენთან ურთიერთობა. ამის გამო, ბევრი მეგობარი და ნაცნობი გყავთ. თავადაც გიყვართ საუბარი და უარს არ ამბობს ახალ ნაცნობობაზე. უბრალოდ, გარშემომყოფებზე ბევრი ენერგია გეხარჯებათ, არ დაგავიწყდეთ რამის საკუთარი თავისთვის დატოვება.

ამბიციური კარიერისტი
მკაცრი და მტკიცე ხასიათი გაქვთ. ამასთან ამბიციური ხართ და მუდამ ახალი მწვერვალებისკენ მიემარტებით. ყველაფერი უკეთესი და მეტი გჭირდებათ. მისწრაფება არაა ცუდი, თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. მიზნის მსიაღწევად საკუთარი თავის გადაჯაბვნა არ ღირს.

ინტელექტუალი
საოცარი გონება და ლოგიკური აზროვნება გაქვთ. თქვენი ჭკუა ღრმა, სწრაფი და პრაგმატულია. მილიონობით იდეა გაქვთ, რომელთა განხორციელებასაც ცდილობთ. უკეთესი მეგობრის მძებნა, როგორიც თქვენ ხართ, რთულია. ჩანაფიქრები ყოველთვის სუფთა გაქვთ, მიზნები კი გულწრფელი.

სიყვარულის მაძიებელი
სიყვარული ცხოვრების აზრია, თქვენი შინაგანი დანიშნულება. თქვენს გულში ყოველთვისაა დასადგურებული ეს ნაზი გრძნობა და აუცილებელია ის გააზიაროთ. გინდათ გიყვარდეთ და მიიღოთ სიყვარული საპასუხოდ. თქვენი გრძნობები სუფთა და გულწრფელია. ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის და ამან შესაძლოა გული გაგიტეხოთ.

ეგოისტი
საკუთარი თავის და სიამოვნების გამო ცხოვრობთ, მაგრამ ეს ცუდ ადამიანად არ გაქცევთ. იცით სიყვარული და სხვებზე ზრუნვა, უბრალოდ პირადი კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. გიჟდებით სასიამოვნო წვრილმანებზე, რაც ცხოვრებას ჰარმონიულს ხდის. მდიდარი და რთული შინაგანი სამყარო გაქვთ, ამიტომაც აუცილებელია მასში ჰარმონია სუფევდეს.

იდეალური ცოლი
თავდაუზოგავი ქალი ხართ. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავთ. სხვებისთვის ცხოვრობთ და მზად ხართ მსხვერპლი მრავალჯერ გაიღოთ, ოღონდ სხვები კარგად იყვნენ. ახლობლებს სიკეთით და მხიარულებით ასვებთ, უყვარხართ და ეს ბედნიერს გხდით.

ვარსკვლავი
ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. თუ სადმე გამოჩნდებით, ყველაზე მეტად უნდა ანათებდეთ. მოდას მისდევთ, ლამაზი სამოსი გიყვართ, ნათელი მაკიაჟი და ვარცხნილობები… ნამდვილი ვარსკვლავი ხართ.