მარტივი ასოციაციური ამოცანების დახმარებით შეიძლება ქვეცნობიერში ღრმად დამალული საიდუმლოების ამოხსნა.
ტესტი პიროვნების ტიპზე
უპასუხეთ ტესტს სწორად და გაიგებთ როგორ მოქმედებს სამყარო თქვენს ხასიათზე.
შეხედეთ ფოტოს და დაიმახსოვრეთ, რასაც პირველად დაინახავთ:
ლოკოკინა
შენ ,,თავისუფალი სული ხარ”, ოპტიმისტი, ენერგიით სავსე. ცხოვრობ აწმყოთი, რადგან შესაძლოა ხვალინდელი დღე ბოლო იყოს. ხარ სპონტანური და აქტიური, არასდროს კარგავ დროს იმაზე, რაც არ გაინტერსებს.
ვერ იტან ადამიანებს, რომლებიც საქმიანობაში ხელს გიშლიან. შენთვის წესები შემზღუდველი არ არის, თავს კარგად გრძნობ, როცა ყურადღების ცენტრში ხარ. შენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ტალანტის დემონსტრირება.
რუკა
შენ ,,ცნობისმოყვარე მხატვარი” ხარ. ოპტიმისტი, რომელსაც ცხოვრება აინტერესებს. სულ საკუთარ თავს ეძებ. უჩვეულო იდეები სულ შენს გვერდითაა, ისინი ნამდვილ მხატვრულ შთაგონებას გაძლევენ.
კარგი ინტელექტი და განსაკუთრებული ინტუიცია გაქვს, არ მოგწოს ორსახოვანი ადამიანები და შეგიძლია ასეთების ნამდვილი ზრახვების ამოცნობა. მიზნის მისაღწევად უნდა ენდო საკუთარ ინტუიციას.
ქალა
შენ ,,თბილი მოაზროვნე” ხარ, მშვიდი, გაწონასწორებული, მგრძნობიარე, გულწრფელად თანამგრძნობი, ტოლერანტული და სხვისი აზრის გამთვალისწინებელი. ნამდვილ ბედნიერებას განიცდი სხვების დახმარებით, ამისთვის სულ მზად ხარ!
თითქოს მშვიდობის მტრედი ხარ, არ გინდა ბოროტების დანახვა, საზოგადოებრივი კეთილდღეობა შენთვის ყველაზე მაღლა დგას. იმ საქმეში აუცილებლად მიაღწევ წარმატებას, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობაზეა დაფუძნებული.
ჩვენი ქვეცნობიერი საიდუმლო ყუთია, მოჯადოებული გამოქვაბული, სადაც ბევრი საჭირო და არასაჭირო ინფორმაცია დევს. ფსიქოლოგიური ტესტები, რომელიც მიმდინარე სურათს აღწერს, დაგეხმარებათ საკუთარი სამყაროს უკეთ გაცნობაში.
მოგვიყევით კომენტარებში, რა დაინახეთ პირველი: ლოკოკინა, რუკა თუ თავის ქალა? ტესტი კი მეგობრებს გაუზიარეთ!