ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ხილი და ბოსტნეული იმდენი შეგვიძლია ვჭამოთ, რამდენიც გაგვიხარდება, რადგან არაფერს გვავნებს, ვიტამინებით სავსე პროდუქტებია. მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს და ზომიერების ფარგლებს თუ გავცდებით, სასარგებლო შეიძლება საზიანო გახდეს ორგანიზმისთვის.
მოცემულ სტატიაში გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომლის მიღებისას უნდა დაიცვათ ერთი მარტივი წესი. არ მიირთვათ მშიერ კუჭზე. თუ რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ.
1. პომიდორი – მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოხსიდანტებით, თუმცა მისი მიღება უზმოზე სასტიკად აკრძალულია. პომიდვრის წვენი ადვილად ირევა კუჭის წვენში, შედეგად იწყება ტკივილი და კუჭის წვა. განსაკუთრებით კუჭის წყლულით დაავადებულები უნდა მოერიდონ უზმოზე პომიდვრის მიღებას.
2. ციტრუსები – მდიდარია C ვიტამინით და ძალიან სასარგებლოა, მაგრამ უზმოზე მათი ჭამა არ შეიძლება მაღალი მჟავიანობის გამო.
3. ყავა / ჩაი – მათი მიღების შემდეგ ორგანიზმს უქვეითდება მადა, რის გამოც ირღვევა დღის რეჟიმი. უმჯობესია დილა მათ გარეშე დაიწყოთ, ხოლო ყავა ან ჩაი ლანჩზე მიირთვათ.