ადამიანის ქვეცნობიერი დიდი გამოცანაა. ჩვენ ვერც ვხვდებით ის რას მალავს ჩვენგან. ორმა ადამიანმა ერთი და იმავე ნახატი შეიძლება სულ სხვაგვარად აღიქვას და ორივე მართალი იყოს, რადგან საქმე ფსიქოლოგიაშია.
არსებობს ასეთი გაგება: ორმაგი ან მრავალმნიშვნელოვანი გამოსახულება. სურათებში 2 ნახატია დაფარული და ყველა თავისებურად ხედავს მას. მიზეზი ადამიანთა განსხვავებული ასოციაციებია, რომლებიც გამოსახულს ერთნაირად შეესაბამება. გთავაზობთ შეხედოთ ასეთ ნახატებს და ჩამოხსნათ ფარდა თქვენს ქვეცნობიერს.
1. როგორ ქალს ხედავ?
უმრავლესობა ნახატზე მიმზიდველ, ახალგაზრდა გოგონას ხედავს. დანარჩენები კი დიდცხვირიან მოხუც ქალს ხედავენ. გოგონას ყური მოხუცის თვალია. ეს ტესტი ახდენს აშკარა დემონსტრირებას, თუ როგორ მოქმედებს მოცემულობა აღქმაზე. თუ ერთს დაინახავთ, მეორეზე გადაწყობა რთულია.
ტესტი გვიჩვენებს, რამდენად ძლიერად მოქმედებს ჩვენი შინაგანი პარადიგმები ჩვენს ქცევაზე.
თუ ადვილად გადაეწყობი და მეორე გამოსავალს დაინახავ, ეს ნიშნავს, რომ მოქნილი პიროვნება ხარ. შენი შინაგანი პრინციპები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ხელს არ გიშლის, ფხიზლად შეხედო ცხოვრებას და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
თუ მეორე სურათი რთულად დაინახეთ, ესე იგი, ნელა ეგუები სხვადასხვა სიტუაციაში. შეიძლება ზოგჯერ ჯიუტი და არაშორსმხედველი იყო.
2. იხვია თუ კურდღელი?
ეს გამოსახულება სამსახურში აყვანის ტესტის ჩასაბარებლად გამოიყენება. ის პიროვნების შემოქმედებით პოტეციალს ავლენს. თუ ორივეს ადვილად დაინახავთ, ესე იგი, კრეატიული ადამიანი ხართ, მრავალი იდეებითა და პოტენციალით.
თუ მეორე გამოსახულებას რთულად იპოვით, ესე იგი, ნაკლები მიდრეკილება გაქვთ შემოქმედებისადმი.
3. მუსიკოსები თუ მოხუცები?
აქ თითოეულ ნახატში კიდევ რაღაცის დანახვა შეგიძლიათ.
მოხუცები ერთმანეთს უყურებენ, მათი წარბები მუსიკოსთა ქუდია, თვალები კი მუსიკოსთა სახე. თუ ამას ხედავთ, ესე იგი, ეს თქვენს მსოფლაღქმაზე მეტყველებს. თუ პირველად მუსიკოსები დაინახე, ოპტიმისტი და მხიარული ხარ, ხოლო თუ მოხუცები – შენი გული ნაღველითაა სავსე და სამყაროს მუქ ფერებში ხედავ!
4. კოვბოი თუ მოხუცი?
ვინ დაინახეთ პირველი? პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობის ადამიანები პირველად ახალგაზრდა სახეს ხედავენ.
5. თავის ქალა თუ წყვილი?
კვლავ შესანიშნავი ილუზია. უმრავლესობა წყვილს ხედავს, ხოლო თუ ფოკუსს უკანა კედელზე გააკეთებ, შეიძლება თავის ქალა დაინახოთ. ტესტი თქვენი გონების მეტყველებაზე მოქმედებს. თუ ადვილად ხედავთ ორივე გამოსახულებას, ესე იგი, გონებამახვილი ხართ. თუ პირველად ქალა დაინახე, შენი ქვეცნობიერი ბნელ აზრებს მალავს.
ზოგჯერ სასარგებლოა ქვეცნობიერში შეღწევა და საიდუმლოების გაგება. ეს ნახატები ამაში დაგეხმარებათ! გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!