ყველა ქალს სხვადასხვა გემოვნება აქვს. ხშირად სასურველი მამაკაცის შერჩევისას ისინი შეცდომებს უშვებენ. ჩვენ დაგეხმარებით, შესაფერისი ტიპის მამაკაცის არჩევაში. გადახედეთ ფოტოს და აირჩიეთ, რომელიმე ძაღლი. შემდეგ ნახეთ პასუხები!
როგორი მამაკაცი მიხდება მე
1. ერთგული ნაგაზი
ხშირად ისეთ მამაკაცებს ირჩევ, ვინც ვერ აფასებს იმას, თუ რას აკეთებ ოჯახში. ისინი ხშირად ეჩვევიან კარგ ცხოვრებას და თვლიან, რომ ყველაფერი თავისით ჩნდება. შენ გჭირდება ისეთი კაცი, ვინც დაგაფასებს და გაიზიარებს შენს შრომას. შენ ხომ მზრუნველი და მოსიყვარულე ხარ, თან საყვარელი ადამიანი მთელი გულით გიყვარს.
ის მუდამ თქვენს გვერდით უნდა იყოს და არ უნდა გრძნობდეთ მარტოობას. როგორც გერმანული ნაგაზი სწავლობს ოჯახის ერთგულებას, მამაკაციც ასეთივე გჭირდებათ. საჭიროა, რომ მასთან ყოველთვის კომფორტულად იყოთ.
2. წყნარი და ყურადღებიანი, მაგრამ ძლიერი ძაღლი
ხარ კეთილი და ალერსიანი, ყურადღებას კაცის დადებით თვისებებზე ამახვილებთ და თან გსურთ ის იყოს მამაკაცური და გადაწყვეტილების მიმღები. შენ ძლიერი მამაკაცი გჭირდება.
ამასთან, კაცი უნდა იყოს ერთგული, არასდროს უნდა გაძლევდეს ეჭვიანობის საბაბს. შენს რჩეულთან ურთიერთობა თუ გძაბავს, ესე იგი, სათანადო ცუგა შეარჩიე და მისნაირი თვისებების მქონე კაცი უნდა ეძებო.
3. საყვარელი ტერიერი
ხართ ძალიან ნაზი და ქალური, თუმცა მტკიცე ხასიათი გაქვთ. მუდამ ეძებთ თქვენზე ძლიერ მამაკაცს, შემდეგ კი ავტორიტეტთან დაკავშირებულ კონფლიქტებში ერთვებით. თქვენ უბრალოდ მოსიყვარულე და საიმედო კაცი გჭირდებათ და არა ლიდერი და დომინანტი. არ გეშინიათ იმ სტერეოტიპების, რომ მხოლოდ ქალი უნდა იყოს მგრძნობიარე.
4. არისტოკრატული დობერმენი
ხარ თბილი და პოზიტიური, გიჭირს მალევე ენდო კაცს. თქვენთვის საუკეთესო მამაკაცია ჭკვიანი, მშვიდი და ძლიერი თვისებების მქონე. უნდა ჰქონდეს კარგი ცხოვრების წესი და იყოს მოწესრიგებული. დიდი შანსია, რომ ის შენზე 10 წლით უფროსი აღმოჩნდეს, როცა იპოვი.
შემდგარი მამაკაცის ძებნა კარგია, ამიტომ განაგრძეთ, თუმცა სხვა ადამიანური ღირებულებებიც არ დაივიწყოთ!
ქალები ყოველთვის ეძებენ იდეალურ მამაკაცს, ამას კი დრო სჭირდება. ან გამართლება. ეს ტესტი მიმართულების მომცემია, მთავარი ფიგურა თქვენ ხართ, ასე რომ, არასოდეს დანებდეთ!
მოგვიყევით კომენტარებში თქვენი შედეგები, ეს ტესტი კი მეგობრებს გაუზიარეთ!