ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ფეხსაცმელს შეუძლია ჩვენი ოცნებების, განწყობისა და ხასიათის გადმოცემა. შეარჩიეთ რომელიმე და შეუსაბამეთ თქვენს ხასიათს.
1. გოგონა-ოცნება
ეძლევი ფანტაზიებს, გიყვარს დღესასწაულები, გჯერა საოცრებების. შენ ელი სასურველ პრინცს. ცოტა გულუბრყვილოც ხარ, კარგად განვითარებული ინტუიციით. სულ უსმენ გულს!
2. არისტოკრატი
კარგად გამოიყურები სახლის ტანსაცმელშიც კი. კაცები გაღმერთებენ. გავსებენ საჩუქრებით, კომპლიმენტებით. გიყვარს სტატუსური ნივთები, რომლებიც ელეგანტურობას უსვამენ ხაზს.
3. იდეალური ქალი
ასეთ ქალზე ყველა ქალი ოცნებობს, გაქვს კარგი გემოვნება, ხარ მოვლილი და მოწესრიგებული. შენი თავდაჯერებულობა იწვევს გარშემომყოფთა პატივისცემას. ასევე კარგი დიასახლისი ხარ, ზრუნავ ოჯახზე და აღმერთებ სიმყუდროვეს.
4. გულთამპყრობელი
პოპულარული ხარ, მაგრამ მხოლოდ ერთს ერთგულობ. ძლიერი ქალი ხარ, გიყვარს დროსტარება. სილამაზე და ჭკუა ერთად ყველას ხიბლავს, მოშურნეებს კი აღიზიანებს.
5. დიასახლისი
ყველაზე ერთგული მეუღლე და მზრუნველი დედა ხარ, არაეგოისტი და სიყვარულის ბოლომდე გამცემი. ახალგაზრდობაში გული გატკინეს, მაგრამ ისწავლეთ ჭკუა და ადამიანებში გარკვევა.
6. მუზა
ყველას ხიბლავ პირველივე ნახვაზე, გაქვს განსაკუთრებული მომხიბლაობა, ხარ შემოქმედებითი. გიყვარს ბუნება და ხელოვნება. ცოტა ჩაკეტილი და ცივი ხარ უცხოების მიმართ. ძალიან არ გიყვარს საოჯახო საქმეები, მაგრამ გიყვარს რომანტიკული ვახშმები.
ციტატები ფეხსაცმელზე
1. ,,არ ვიცი, ვინ გამოიგონა ქუსლი, მაგრამ მსოფლიოს ქალები დავალებულები ვართ მისგან” – მერლინ მონრო.
2. ,,ყველა ქალი იყოფა ,,მაღალქუსლებად” და ,,ბალეტკებად”. არა ფეხსაცმლის ტარების გამო, არამედ საკუთარ თავთან და ცხოვებასთან ურთიერთობის სტილის გამო.” – მარკ ჯეიკობსი.
3. ,,ცხოვრებაში ქალს უნდა ჰქონდეს წვრილი ქუსლები, რომელზეც რთულია სიარული, მაგრამ იპყრობს კაცების გულს.” – ეველინა ხრომჩენკო.
4. ,,შენ ვერ უთმობ დიდ ყურადღებას ფეხსაცმელს. ბევრი ქალი თვლის, რომ ფეხსაცმელი არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა მისი ელეგანტურობის დამადასტურებელი სწორედ ფეხსაცმელია.” – კრისტიან დიორი.
5. ,,ფეხსაცმელი ცვლის სხეულის ენას. ის გამაღლებთ ფიზიკურადაც და ემოციურადაც” – კრისტიან ლუბუტენი.
6. ,,იაფი ფეხსაცმელი ცუდი ეკონომიაა. არ დაზოგოთ ფული მთავარზე: ფეხსაცმელი გარდერობის საფუძველია.” – ჯორჯო არმანი
გაგვიზიარეთ ტესტის შედეგები კომენტარებში და შესთავაზეთ ის მეგობრებსაც!