ჯერ კიდევ XX საუკუნეში, კარლ იუნგი, ასოციაციურ ტესტებს სიცრუის დეტექტორად იყენებდა. დაუფიქრებელი პასუხის შემთხვევაში შედეგი ასახავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას.
გთავაზობთ გაიაროთ ერთ-ერთი სწრაფი ტესტი.
ასოციაციური ტესტი
მოდუნდით, შეხედეთ სურათს დაუფიქრებლად და დაიმახსოვრეთ ცხოველი, რომელსაც პირველად დაინახავთ.
ძაღლი
თავს მშვიდად გრძნობ, დარწმუნებული ხარ ახლობლების მხარდაჭერაში, ენდობი ყველას. სულ იბრძვი, ნებისმიერი მწვერვალის დასაპყრობად მზად ხარ. სკობს, პრობლემას ცივი გონებით მიუდგე და ყველა ნაბიჯი გათვალო. შეუსაბამე ისინი სხვის გეგმებსაც.
კატა
შეგიძლია მთელი ცხოვრება ინებივრო, ვერ იტან სამუშაო კვირის დაწყებას. ცდილობ, შესვენებების გაგრძელებას, აფასებ კომფორტს და დასვენებას. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ყველაფერი წარმატებით გაქვს სამსახურში.
ცხენი
ცხოვრების მოცემულ მომენტში, რაღაც ძალიან გთრგუნავთ და გზღუდავთ. შესაძლოა ყველაფერი მოგბეზრდათ, ან შესაძლოა გაუგებრობა გაქვთ ოჯახში ან სამსახურში. სჯობს, თავი ხელში აიყვანო, გამოავლინო ამტანობა და შრომისმოყვარეობა. შემდეგ ნათელი აზრებიც გამოჩნდება.
ლომი
ხშირად გრძნობ, რომ შენი შურთ. ყოველთვის ბევრ კომპლიმენტს იღებ, თუმცა ზურგსუკან გჭორავენ. თუმცა არაუშავს, შენი მოშურნეებიც კი აღფრთოვანებულნი არიან შენით და აღიზიანებთ შენი სიამაყე. სინჯე, გარშემომყოფებს უყურო, როგორც თანასწორებს.
თუთიყუში
როგორ მოახერხე მისი დანახვა? ეს ნიშნავს, რომ არაორდინალური აზროვნება, მდიდარი ფანტაზია გაქვს და აოგნებთ ადამიანებს. მეტად ავანტიურისტი ხარ, გიყვარს საეჭვო საქმეების წამოწყება. თუმცა მოქნილი გონება ყოველთვის იზიდავს წარმატებებს.
გედი
შეყვარებული ხარ და მთელი სამყარო შესანიშნავი გეჩვენება. ბუზღუნა მოხუცებიც და ნელი მოლარეებიც – შენთვის ყველა არაჩვეულებრივია. ყველა პრობლემა წვრილმანად გეჩვენება, შესანიშნავი პერიოდია და ეცადე გაჭიმო რამდენიმე თვით, ან თუნდაც ხელფასამდე.
მოგვიყევით, რომელი ცხოველი დაინახეთ თქვენ. ეს გასართობი ტესტი კი მეგობრებს გაუზიარეთ!