თუ გსურთ, რომ სწორი შედეგი მიიღოთ, ეცადეთ, შინაგან ხმას მოუსმინოთ და ისე შეარჩიოთ ლაქა. ბევრი არ იფიქროთ, უბრალოდ შეარჩიეთ ერთ-ერთი.
ნახატი № 1
თქვენ ყველაფერი კონტროლის ქვეშ გაქვთ, უკვე ისწავლეთ ქცევებისა და აზრების მართვა. თუმც კვლავ ბევრი რამის გეშინიათ, ისინი მაინც ვერ გამოგიყვანენ წონასწორობიდან. იცით, როგორ ებრძოლოთ სტრესს და შეგიძლიათ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა. ასე განაგრძეთ.
ნახატი № 2
რაღაც ძალიან გაწუხებთ, თქვენს შიგნით ბრძოლა მიმდინარეობს. ეცადეთ, იპოვოთ წყნარი ადგილი და თქვენს ფიქრებზე კონცენტრირდეთ, ეცადეთ, გაიგოთ, რა არ გასვენებთ. შესაძლოა პრობლემა არცთუ ისე საშიშია, როგორც გეჩვენებათ. ცხოვრება ხანმოკლეა და მისი შიშებზე დახარჯვა არ ღირს.
ნახატი № 3
თქვენ ქაოსში ხართ, ნერვები აწეწილი გაქვთ. აზრები კი – ნეგატივით სავსე. ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ თქვენს თავში დეპრესიის ნიშნებს ამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს. თუმცა შეიძლება თქვენ უბრალოდ კარგი დასვენება გჭირდებათ, გარემოს შეცვლა და ცოტა მედიტაცია.
ნახატი № 4
თქვენ ძალების გაფურჩქვნის პერიოდში ხართ, თქვენს ცხოვრებაში ისეთი ნეგატიური არაფერი ხდება, რომ თქვენს ფსიქიკაზე იმოქმედოს. თუ მაინც გაქვთ, შფოთვითი აზრები, მათგან ადვილად თავისუფლდებით. შეგიძლიათ წარსულის ცუდ მოგონებებს გაემიჯნოთ და ეცადეთ შემდგომშიც მხოლოდ პოზიტიურად იაზროვნოთ!