მთავარი საკითხავი 6 ფაქტი, რომელიც უნდა გახსოვდეს მაშინ, როცა ყველაფერი ცუდად მიდის

6 ფაქტი, რომელიც უნდა გახსოვდეს მაშინ, როცა ყველაფერი ცუდად მიდის

by guramus

ნებისმიერ გარემოებაში ყოველთვის ყველაფერი კარგი უნდა დავინახოთ, მაშინაც კი როცა საქმე ცუდად არის. კი რთულია, მაგრამ სიტუაცია სხვა თვალით უნდა დავინახოთ და მივხვდეთ რატომ მოგვივლინა განგებამ ესა თუ ის სიტუაცია და რა უნდა ვისწავლოთ ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის. თითოეული წამი გაკვეთილია, რომელიც უნდა ვისწავლოთ.

ამასთანავე, ეს დღე გამოგონილია ჩვენ მიერ წარსულში, რადგან რასაც ვფიქრობთ, ის ვხდებით. ფიქრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ იფიქრეთ კარგი და დაინახავთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

არნიშნულ სტატიაში კი გთავაზობთ რთული სიტუაციების შეფასების კრიტერიუმებს. ყოველთვის შეხედეთ ცხოვრებას გვერდიდან, რათა გაიგოთ რატომ ხართ ასეთ სიტუაციაში.


არ არის ტკივილი, არ არის ზრდა
იმისათვის, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორეში მოვახდინოთ ტრანსფორმირება, აუცილებელია, რომ განვიცადოთ ტკივილი.

ვინმეს გინახავთ სუსტი ადამიანი 1 დღეში ტოპ დონის ბოდიბილდერი გამხდარიყოს? არა, საჭიროა ბევრი ტკივილიანი დღე, როდესაც კუნთებს ვერ გრძნობ და სხეულის ყველა წერტილი გტკივა. შედეგი კი სხეულის გასაოცარი ფორმებია.


ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია
აუცილებელია, რომ გააცნობიეროთ ეს მარტივი ჭეშმარიტება. აღმართს ყოველთვის მოსდევს დაღმართი და პირიქით. თქვენი ამჟამინდელი ყოფა აუცილებლად შეიცვლება მომავალში.


წარსულს ვერ შეცვლით
თუ გაქვს პრობლემა და შეგიძლია მისი გამოსწორება, მაშინ იმოქმედე და გამოასწორე, თუ არ შეგიძლია, წუხილსაც არ ჰქონია აზრი.


იარები სიმტკიცის სიმბოლოა
არასოდეს შეგრცხვეს იმ იარების, რომლებიც ცხოვრებამ დაგიტოვა. იარები სიმამაცის ნიშანია და ნიშნავს, რომ ტკივილი დამთავრდა.

რუმიმ ერთხელ თქვა: “ჭრილობა არის ადგილი, საიდანაც სინათლის სხივი აღწევს ჩვენს სხეულში.”


ნებისმიერი მცირე დაბრკოლების გადალახვაც კი წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია
რადგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გამოიყენეთ ცხოვრების გაკვეთილები.


საუკეთესო რამ, რაც შეგიძლია ცხოვრებაში აკეთო, არის არასოდეს შეწყვიტო წინსვლა
იარე წინ, იცხოვრე დღევანდელი დღით.


ბოლოს კი, ლაო ძის ძალიან მაგარი ფრაზით დავამთავრებთ. გაიაზრეთ ერთერთი უდიდესი ფილოსოფოსის ჭეშმარიტება და ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება თქვენს სასიკეთოდ. არ გჯერათ? _ 10 წლის შემდეგ გაგვიხსენებთ <3