მთავარი გასართობი ფილმები, რომლებიც ბევრ გაუცემელ კითხვას გვიტოვებს

ფილმები, რომლებიც ბევრ გაუცემელ კითხვას გვიტოვებს

by guramus

1. დამრიგებელი / THE GIVER

ახალგაზრდა ჯონასი ცხოვრობს სრულყოფილი, მაქსიმალურად ცივილიზებულ მომავლის საზოგადოებაში, სადაც აღარ არის ომები, ტკივილი, ტანჯვა, სიხარული და მოგონებები. თითოეული წევრისთვის აქ განსაზღვრულია არსებობის სრულყოფილი წესრიგი და ახლა არავის უწევს აირჩიოს ნაბიჯი, ფერი ან ფიქრი – გარშემო ყველაფერი ცალსახად ნაცრისფერია.

2. ლას-ვეგასიდან წასვლა / LEAVING LAS VEGAS

“ლას-ვეგასიდან წასვლა” ლამაზი, სევდიანი ფილმია რომელშიც ,აღწერილია ორი მარტოხელა ადამიანის ცხოვრება. ნიკოლას ქეიჯმა ოსკარი მოიპოვა ამ ფილმში ლოთი ბენ სანდერსონის პერსონაჟის განსახიერებისთვის.

3. კავშირი / COHERENCE

ასტროლოგიული ანომალიების ღამეს რვა მეგობარი საღამოს ვახშმად იკრიბება. ისინი ხდებიან უცნაური და მისტიკური ამბების მონაწილეები.

4. საბოლოო მონტაჟი / THE FINAL CUT

მომავალში, ყველა ადამიანის ტვინში მიკროჩიპი ჩამონტაჟდება, რომელიც ჩაიწერს ყველაფერს, რასაც ადამიანი ხედავს და ესმის მთელი ცხოვრების მანძილზე. სიკვდილის შემდეგ კი, პროფესიონალი დამმონტაჟებელი ჩანაწერიდან უსიამოვნო მომენტებს წაშლის, რადგანაც დაკრძალვისთვის მის ბიოგრაფიაში მხოლოდ სასიამოვნო ამბები დარჩეს. დამმონტაჟებელი – ალან ჰეკმანი, დარწმუნებულია, რომ ამით ადამიანს ცოდვებისგან ათავისუფლებს.

5. წერტილი დასმა / DOT THE I

ფილმი მოგვითხრობს სასიყვარული სამკუთხედის შესახებ, რომელიც ესპანელი ქალის ირგვლივ ტრიალებს. მან საქმროსთან ერთად მშვიდი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, თუმცა ქორწილის წინ ძველი ვნებიანი რომანი ახსენებს თავს.

6. შეცვლილი გზები / CHANGING LANES

პიკის საათის დროს ნიუ-იორკში ორი ადამიანის, ადვოკატისა და სადაზღვევო აგენტის გზები მოულოდნელად გადაიკვეთება საავტომობილო ავარიისას. შეხვედრა მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ორივე მათგანის ცნობიერებაში, ფილმის ბოლოს ორივე გმირი ახალი მორალური და ეთიკური პრინციპებით იწყებს ცხოვრებას.

7. კონტროლის ზღვარი / THE LIMITS OF CONTROL

ფილმი მოგვითხრობს საიდუმლო დამნაშავეზე, რომელის ერთადერთი მიზანია დაწყებული საქმის დასრულება. ამ საქმის მიზანი ბუნდოვანია, იგი არავის ენდობა.მისი მოგზაურობა ესპანეთში სიზმარს ემსგავსება, თუმცა ექვემდებარება კონკრეტულ მარშრუტს. მოგზაურობისას მას უხდება გადალახოს უცნობი ქვეყანა და ჩაეშვას საკუთარი ცნობიერების სიღრმეებშ.

8. ბოლო საათები / THESE FINAL HOURS

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის ცივილიზაციას გარდაუვალი გლობალური კატასტროფის გამო ელის განადგურება, თითოეულმა მიიღო ეს სხვაგვარად. მთავარმა გმირმა ეს საკმაოდ მშვიდად მიიღო და ამასთანავე გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს დედამიწის ბოლო დღის გრანდიოზულ წვეულებაში.

9. წინათგრძნობა / PREMONITION

დათრგუნული დიასახლისი იგებს, რომ მისი ქმარი წინა დღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მეორე დილით, გაღვიძებისას იგი ქმარს ცოცხალს იპოვნის, ხოლო შემდეგ დღეს ქალი კვლავ იმ სამყაროში იღვიძებს, სადაც მისი მეუღლე ჯერ კიდევ მკვდარია.

10. ჟასმინი / BLUE JASMINE

მას შემდედ რაც ჟასმინის ცხოვრება ინგრევა, მათ შორის ქორწინება მდიდარ ბიზნესმენთან, ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ქალბატონი გადავა თავისი დის სან-ფრანცისკოს მოკრძალებულ ბინაში, რათა შეეცადოს საკუთარი თავის ხელში აყვანა და ცხოვრების გაგრძელება.