მთავარი საკითხავი ეს ქალი 363 კილოს იწონიდა და დამოუკიდებლად ვერ დგებოდა. თუმცა ნებისყოფამ მას ახალი ცხოვრება აჩუქა

ეს ქალი 363 კილოს იწონიდა და დამოუკიდებლად ვერ დგებოდა. თუმცა ნებისყოფამ მას ახალი ცხოვრება აჩუქა

by Keti

ჭარბი წონა ანადგურებს თვითშეფასებას და ადამიანს ზოგჯერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირადაც აქცევს.

https://www.instagram.com/p/BsP082wBTFK/?utm_source=ig_embed

მარლა მაკკენტს ჭარბი წონის პრობლემა მოზარდობის ასაკში დაეწყო, მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ქალმა სტრესთან გამკლავებთან ჭარბი კვებით დაიწყო და ვერ აკონტროლებდა ამ პროცესს. ამან გამოიწვია ის, რომ მარლას წონამ 363 კგ-ს მიაღწია.

მას სხვისი დახმარების გარეშე არ შეეძლო სიარული, ადგომა, ბანაობა… საბედნიეროდ, მას დროულად გაუწოდეს დახმარების ხელი. მარლა პოპულარული შოუს მონაწილედ მიიწვიეს. მაკკენტს ჩაუტარეს კუჭის შუნტირება, დაეხმარნენ რაციონის შედგენაში და შეურჩიეს ფიზიკური ვარჯიშები.

გადაღებების შემდეგ ქალმა უკვე 120 კგ დაიკლო. მომენტი, როცა მარლა მრავალი წლის შემდეგ, დამოუკიდებლად დადგა ფეხზე, მის ცხოვრებაში განუმეორებელი გახდა.

https://www.instagram.com/p/Bs-nO5kFrcr/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BtnAyFkHUbE/?utm_source=ig_embed

შოუს შემდეგ მარლა მაკკენტმა წონის კლება გააგრძელა და ვარჯიშიც არ მიუტოვებია.

https://www.instagram.com/p/BuKlNO9nLeM/?utm_source=ig_embed

მარლა ცდილობს თავისი მაგალითით ქალებს გააგებინოს, თუ სადამდე შეიძლება მივიდნენ სტრესის გადაფარვის მიზნით. ეს მათ არასდროს უნდა დაუშვან და არ უნდა ჩავარდნენ უმწეო მდგომარეობაში!