მთავარი ჯანმრთელობა საკმარისია ამდენი წამლის მიღება. აი, როგორ მოამზადოთ ოქროს რძე, ყველა დაავადების მტერი.

საკმარისია ამდენი წამლის მიღება. აი, როგორ მოამზადოთ ოქროს რძე, ყველა დაავადების მტერი.

by Keti

აიუვირდული მედიცინა ხშირად გვეხმარება, როცა რაიმე მიზეზის გამო სააფთიაქო პრეპარატები უკუნაჩვენებია. ამ დროს პოპულარობით სარგებლობს ისეთი საკმაზები, როგორიცაა კურკუმა, იმბირი, პაპრიკა.

,,ოქროს რძე” სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვის. რძე კურკუმათი შველის გაციებას, თავის, სახსრების ტკივილს, ჭარბ წონას…

სასმელი წმენდს ღვიძლს და აძლიერებს იმუნიტეტს. ,,ოქროს რძე” წარმატებით გამოიყენება კოსმეტიკაშიც, ნიღბების სახით.

ჯერ მოამზადეთ პასტა, რომელსაც შემდეგ რძეში შეურევთ.

პასტის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 0,25 ჭიქა კურკუმა
  • 0,5 ჩ.კ. შავი დაფქული პილპილი
  • 0,5 ჭიქა წყალი

მომზადება

შეურიეთ ყველაფერი და დადგით ცეცხლზე 10 წუთით. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის პასტა. შემდეგ გააციეთ და შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 1 თვე.

,,ოქროს რძის” რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჩ.კ. ნებისმიერი ზეთი
  • 1 ჩ.კ. კურკუმას პასტა
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება

რძეში დაამატეთ პასტა და ნარევი აადუღეთ. გააციეთ 20 წთ. დაამატეთ შემდეგ თაფლი და ზეთი.

სასმელის პროფილაქტიკური კურსი შედგება რძის 40 მიღებისგან. უნდა სვათ დღეში ერთხელ, დილაობით. წონის კლებისთვის კი სასმელის მიღება სჯობს ღამით. კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს პასტაში ცხიმმოხდილი რძე დაამატეთ.

არ დაგავიწყდეთ კურკუმას მიღების უკუჩვენებებზეც: ეს საკმაზი არ უნდა მიიღონ კუჭის წყლულის მქონეებმა, ასევე მათ, ვისაც ნაღვლის ბუშტი და ძლიერად დაქვეითებული იმუნიტეტი აწუხებთ.

დაე, თქვენი საკვები იყოს ერთდროულად გემრიელიცა და სასარგებლოც! გისურვებთ ჯანმრთელობას!