ბოტულიზმი – ორგანიზმის საკვებისმიერი მოწამვლაა, რომლის დროსაც ხდება ბოტულოტოქსინის დაგროვება. თუ დროული დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, შედეგები სავალალო იქნება.
ბოტულიზმის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი დავიცავთ საკვების მომზადების მარტივ წესებს, თუმცა პრაქტიკაში არცთუ იშვიათად გვხვდრება ამ საშიში დაავადების შემთხვევები.
ამიტომ ზედმეტი არ იქნება, ვიცოდეთ ბოტულიზმის ნიშნების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება სწრაფად აღმოვაჩინოთ დაავადება და დროულად ვუმკურნალოთ მას.
თევზი ბოტულიზმით დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია, განსაკუთრებით, არასწორად დამუშავებული. გარეგნულად თევზს არაფერი ეტყობა.
ყველაზე საშიში გამხმარი და შებოლილი თევზია. გამხმარი თევზით მოწამვლა შესაძლოა გამოუსწორებელი იყოს.
საფრთხილოა სახლის ხორცის, სოკოს, ბოსტნეულის კონსერვებიც. თუ ის ცუდად გაირეცხა ან არასწორად შეინახა და მომზადდა, შესაძლოა განვითარდეს ბოტულიზმი. თერმული დამუშავება ყველა რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ საკვების მომზადებას.
ყველაზე მეტად ბოტულიზმის სიმპტომები ჩნდება საკვების მიღებიდან 2-24 საათის შემდეგ. ირღვევა მხედველობა, საგნები გაორდება, რთულება მსხვილი ტექსტის წაკითხვაც.
შემდეგ ჩნდება პირის სიმშრალე, მტკივნეული ნერწყვის ყლაპვა, თავბრუსხვევა, მეტყველების დარღვევა. შესაძლოა გულისრევა და მუცლის შებერვა. ბოლოს კი ირღვევა სუნთქვა, რაც სიკვდილის მიზეზი ხდება.
ბოტულიზმის პირველივე სიმპტომების გაჩენისას მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ამ დროს ბოტულინური ანტიტოქსინით მკურნალობენ, ისინი ანადგურებს ბოტულოტოქსინს. საჭიროა ჩარევა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს.
სანამ საეჭვო პროდუქტს იყიდით ან მოამზადებთ (თევზი იქნება თუ კონსერვი), კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა სიცოცხლის პოტენციური საფრთხე ჭამის სიამოვნებად.
გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს, რათა ისინიც გაფრთხილებულნი იყვნენ საკვებისმიერი საფრთხის შესახებ!