მთავარი გასართობი ჩახუტების 5 ტიპი: რას აღნიშნავს თითოეული მათგანი

ჩახუტების 5 ტიპი: რას აღნიშნავს თითოეული მათგანი

by Keti

ჩვენ ვცხოვრობთ ემოციების სამყაროში, რომლებსაც ყოველდღე ვუზიარებთ სხვებს. ექსტრავერტები და გახსნილი ადამიანები გრძნობებს სიტყვებით გამოხატავენ, თავშეკავებულები კი მათ დემონსტრირებას ჟესტების, მიმიკისა და ქცევების სახით ახდენენ.

Chandler Bing Hug GIF

ჩახუტება ემოციების გაზიარების ერთ-ერთი მეთოდია. მისი დახმარებით შეგიძლიათ დააწყნაროთ ახლობელი, გამოხატოთ სიყვარული, სთხოვოთ პატიება და ა.შ.

Hugging Love GIF by Hallmark Channel

ჩახუტების 5 ტიპი და მათი მნიშვნელობა

1. ,,დათვური” ჩახუტება

ჩახუტების ყველაზე პოპულარული სახე. ეს ხდება ორ ადამიანს შორის, ვისაც დიდი ხანია არ უნახავთ ერთმანეთი და მონატრებულები არიან. თბილი ,,დათვური” ჩახუტება გამოხატავს ადამიანისადმი სიყვარულსა და მიჯაჭვულობას.

2. ჩახუტება ზურგიდან

თუ პარტნიორი უკნიდან გეხვევათ წელსა და მხრებზე, ესე იგი, ის ცდილობს დაგიცვათ შესაძლო უსიამოვნებისგან და ახდენს თავის თავის პოზიციონირებას, როგორც საყრდენის.

3. ნაზი ჩახუტება

ფორმალური ჟესტია, რომელიც პირველ პაემანზეა მისაღები, ან ადამიანის გაცნობისას. ეს ზრდილობის ჩახუტებაა მისალმების ან დამშვიდობების ნიშნად.

4. მეგობრული ჩახუტება

როცა მეგობარი გეხვევათ ხელებით და მსუბუქად გიტყაპუნებთ ზურგზე, ეს მეგობრობის სიმბოლოა. თუ გოგონა ასე ეხვევა კაცს, დიდი ალბათობით, მასთან მხოლოდ მეგობრობა სურს და არ განიხილავს პოტენციურ პარტნიორად.

5. ნელი ცეკვა

როვა ქალი ეხვევა კაცს კისერზე, კაცის ხელები კი ქალის წელს, ეს ახლო სასიყვარულო ურთიერთობის ნიშანია. ეს მეტყველებს რომანტიკასა და ურთიერთსიყვარულზე.

ხშირად ჩაეხუტეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. ყურადღების ეს ნიშნები ურთიერთობებს განამტკიცებს, ავსებს მას ნდობით, ჰარმონიითა და მხარდაჭერით.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!