მთავარი საკითხავი სინოპტიკოსები: ევროპას 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი ზაფხული ელის

სინოპტიკოსები: ევროპას 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი ზაფხული ელის

by Keti

თუ წელს მხიარულად მიიჩქარით ევროპისკენ, ჯერ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ აუცილებლად. ისინი, ვინც არდადეგებს გეგმავს, გაფრთხილებულნი არიან ძლიერი სიცხის შესახებ.

მეტეოროლოგისტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა ზოგ ადგილას 45 ცელსიუსს მიაღწევს, ეს კი 2003 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ წელს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში 15000 ადამიანი დაიღუპა, რადგან ტემპერატურა 44,1 ცელსიუსი იყო.

ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი ყველაზე მძიმე სიტუაციაში იქნებიან, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ყველაზე მაღალ ტემპერატურულ დარტყმას შეეჯახებიან. ამ ვარაუდს ქართველი მეტეოროლოგისტებიც ეთანხმებიან.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (მმო) აცხადებს, რომ ტემპერატურა 6 ცელსიუსით გაიზრდება.

ერთ-ერთმა ამინდის ექსპერტმა, რომელიც ესპანეთის ტურისტებსა და ადგილობრივებს სითბურ დარტყმაზე აფრთხილებდა, უბრალოდ თქვა: ,,ჯოჯოხეთი გვიახლოვდება.”

საფრანგეთის მოხსენებით, პარიზელები პაპანაქების განმავლობაში უსაფრთხოების ზომების მისაღებად ემზადებიან.

ქალაქის მერმა ენ ჰიდალგომ კვირის მოქმედების გეგმას სანქცია მისცა, რაც გულისხმობს საჯარო ,,ცივი ოთახების” და დამატებითი წყლის ფანტანების შექმნას ქალაქში. საჯარო საცურაო აუზების სამუშაო ვადაც გაიზარდა.

სასკოლო გამოცდები გადაიდო, ხალხი კი ვალდებულია არ მიიღონ ალკოჰოლი და დღეში რამდენჯერმე დაისველონ სხეული.

შვეიცარიაში უმაღლესი ტემპერატურული მაჩვენებელი 37 ცელსიუსია, პოლონეთში კი სულ მცირე 35 ცელსიუსი, რაც 11-17 ცელსიუსით მეტია ჩვეულ ტემპერატურაზე.

ფიქრობენ, რომ ცხელი ამინდის მიზეზი ატლანტიკის ოკეანეში მომხდარი შტორმებისა და ცენტრალურ ევროპაზე არსებული მაღალი წნევის კომბინაციის ბრალია. მაღალი წნევა საჰარას უდაბნოს ცხელი ჰაერიდან მოდის.

პაპანაქება და სითბური ტალღები გავრცელებული პრობლემაა, თუმცა, ევროპის კონტინენტისთვის ასეთი ექსტრემალური მაჩვენებელი იშვიათობაა.

ასოცირებულ პრესასთან საუბრისას, პოსტდამის ინსტიტუტის კლიმატების ზეგავლენის მკვლევარმა და კლიმაქტოლოგმა – სტეფან რაშმსტორფმა თქვა: ,,ეს ტემპერატურული ზრდა მოსალოდნელი და ნავარაუდები იყო კლიმატის მეცნიერების მიერ, როგორც გლობალური დათბობის შედეგი, რაც თავის მხრივ სათბური გაზების მიერ დიდი რაოდენობით ქვანახშირის, ზეთისა და გაზის დაწვითაა გამოწვეული.”

,,ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა პირდაპირი საფრთხეა ეკოსისტემისა და ადამიანებისთვის. ბოლო წლებში, ბევრი რეგიონის მიწა და ოკეანე განიცდის სითბურ დარტყმას დამანგრეველი მოქმედებით, რაც ნაკლებ მოსალოდნელი იქნებოდა ადამიანის ჩარევისა და მის მიერ პროვოცირებული კლიმატური ცვლილების გარეშე.”