მთავარი რჩევები დაივიწყეთ აკნე, მუქი ლაქები და ნაწიბურები მხოლოდ 5 დღეში

დაივიწყეთ აკნე, მუქი ლაქები და ნაწიბურები მხოლოდ 5 დღეში

by guramus

ბრწყინვალე ფორმაში ყოფნა მხოლოდ მაღალი ხარისხის ტანსაცმლით და სუნამოებით შეუძლებელია. საჭიროა ვიზრუნოთ სახის კანზეც. ალბათ, ყველას გვიქმნის დისკომფორტს, როცა სახეზე გამონაყარი გვაქვს. თითქოს არაფერი გვიხდება. ვიკეთებთ მაკიაჟს, რომელიც სრულად ვერ ფარავს ნაკლს.

ჩვენი სახის კანი ერთგვარი სარკეა, რომელზეც კარგად არის აღბეჭდილი ნაოჭები, მზის ლაქები, აკნე, ნაიარევი და ა.შ. დროთა განმავლობაში გროვდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ ცუდ შედეგს გვაძლევს.

ამ სტატიაში გთავაზობთ ნარევის მომზადების ინსტრუქციას, რომელიც სახლის პირობებში მზადდება. ნარევი შესანიშნავი მკვებავი საშუალებაა სახის კანისთვის. ამავე დროს, ბუნებრივია და ქიმიურ ელემენტებს არ შეიცავს.

თუ ყველაფერს ზუსტად გააკეთებთ, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი სახის კანი გაიწმინდება, დატენიანდება და ნელნელა გაქრობას დაიწყებს უსიამოვნო ელემენტები. შედეგს პირველივე პროცედურებიდან იგრძნობთ.

ინგრედიენტები:

– საკვები სოდა

– ვაშლის ძმარი

– 1/2 ცალი ლიმონი

– თაფლი

მომზადება:

ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი. პატარა თასში ჩაყარეთ 1 ს/კ სოდა და ნელნელა დაუმატეთ ძმრის ნარევი. ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და საბოლოოდ, 1 ს/კ თაფლიც დაამატეთ. კარგად მოურიეთ, სანამ ყველაფერი არ გაიხსნება ერთმანეთში.

გამოყენების წესი:

სანამ ნიღაბს გაიკეთებთ, სახე კარგად დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. თბილი წყალი სახის ფორებს გახსნის. ამის შემდეგ კარგად შეიშრეთ სახე და დაიწყეთ ნარევის წასმა.

ეცადეთ თვალებს მოარიდოთ, რათა თავიდან აირიდოთ წვა. გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ სახე გაიგრილეთ ცივი წყლით და კარგად შეიმშრალეთ.

შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ დაინახავთ. გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ და 1 თვეში თქვენს სახის კანს ვერც იცნობთ. G