მთავარი ტესტები ტესტი: აირჩიეთ ფანქრის ფერი და ჩვენ გეტყვით, რა გაწუხებთ ამ მომენტში

ტესტი: აირჩიეთ ფანქრის ფერი და ჩვენ გეტყვით, რა გაწუხებთ ამ მომენტში

by Keti

ფსიქოლოგია ფაქიზი მეცნიერებაა. გთავაზობთ, საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტის გავლას, რომელიც გიჩვენებთ თუ რა გაწუხებთ ახლა რეალურად. შეარჩიეთ ფანქარი ფერის მიხედვით, შემდეგ კი ქვემოთ გაიგეთ შედეგი.

1. ყვითელი ფანქარი

შედეგი:

თქვენ არ გყოფნით სითბო. გაემგზავრეთ მზიან ადგილას ან ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს.

2. ნარინჯისფერი ფანქარი

შედეგი:

თქვენი სული ცვლილებებს ითხოვს. შესაძლოა ახალმა გატაცებამ სიტუაცია გადაარჩინოს. აიღეთ შვებულება და გაატარეთ სასიამოვნო დრო.

3. ვარდისფერი ფანქარი

შედეგი:

თქვენ მოგბეზრდათ რუტინა, შესაძლოა დროა განაახლოთ გარდერობი ან ვარცხნილობა. მძიმე შემთხვევების დროს ბინის რემონტი დაგეხმარებათ.

4. იასამნისფერი ფანქარი

შედეგი:

დროა, გათავისუფლდეთ იმაზე ფიქრისგან, თუ რა აზრი და შეხედულება აქვთ თქვენზე სხვებს. ცოტა ხნით განმარტოვდით, მიმართეთ მედიტაციას და ყურადღება არ მიაქციოთ სხვების აზრს.

5. წითელი ფანქარი

შედეგი:

თქვენ არ გყოფნით ვნება. დროა, გაამრავალფეროვნოთ ურთიერთობა თქვენს მეორე ნახევართან ან დაიწყოთ ცხოვრების თანამგზავრის ძებნა.

6. პიტნისფერი ფანქარი

შედეგი:

ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს გზაჯვარედინზე იმყოფებით და ამ არჩევანზეა თქვენი ცხოვრება დამოკიდებული. კარგად დაფიქრდით, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

7. მწვანე ფანქარი

შედეგი:

ამ მომენტისთვის დაღლილობას გრძნობთ, მოგბეზრდათ ყოველდღიური საზრუნავი და ძალიან გინდათ დასვენება. აიღეთ შვებულება და დაუთმეთ დრო საკუთარ თავს.

8. სალათისფერი ფანქარი

შედეგი:

თქვენ არ გყოფნით ყურადღება. ეცადეთ, საღამო ხმაურიან კომპანიაში გაატაროთ ან დაურეკოთ ძველ მეგობრებს.

9. ცისფერი ფანქარი

შედეგი:

არ გყოფნით შინაგანი სიმშვიდე, ხშირად მოდუნდით. ჩვეულებრივი მედიტაცია დაგეხმარებათ აზრების საჭირო რელსებზე გადატანაში.

10. ლურჯი ფანქარი

შედეგი:

თქვენ გრძნობთ შინაგან დაძაბულობას, საჭიროა, რომ როგორღაც განიტვირთოთ. შესაძლოა ამაში დაგეხმაროთ ფიზიკური დატვირთვა. ირბინეთ საღამოობით პარკში ან იცურავეთ აუზში.

11. იასამნისფერი ფანქარი

შედეგი:

თავს მარტოდ გრძნობთ. ერთი ზარი ახლობელ ადამიანთან ყველაფერს გამოასწორებს. თუ პრობლემა არ გადაწყდება, გთავაზობთ, იყოლიოთ შინაური ცხოველი. საზრუნავი მოგემატებათ, მაგრამ გამხიარულდებით.

12. შავი ფანქარი

შედეგი:

თქვენ იმყოფებით საკუთარ თავში დაურწმუნებლობის პერიოდში. თუ კომპლექსები ძალიან გაწუხებთ, უნდა დაიწყოთ მათთან მუშაობა. პირველ რიგში, გაარკვიეთ, ზუსტად რა არ მოგწონთ თქვენს თავში.

გაუზიარეთ სახალისო და საინტერესო ტესტი მეგობრებს!