მთავარი ასტროლოგია რომელი ჯიშის ძაღლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელი ჯიშის ძაღლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

by guramus

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი დამახასიათებელი ხასიათის თვისება აქვს, ისევე, როგორც ძაღლის ჯიშებს. გაიგეთ რომელი მათგანი ხართ ჰოროსკოპის მიხედვით.

გაფრთხილება: ტესტი გასართობ შინაარს ატარებს და გულთან ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ.

1. ვერძი

ვერძები ძლიერი და ტემპერამენტიანი ადამიანები არიან. ხანდახან მათი ემოციები საზღვრებს სცდება, მაშინ შეუძლიათ ვინმეზე სერიოზულად გაბრაზდნენ. მაგრამ ბოროტი განზრახვა არ აქვთ.

ჰასკი

ეს ძაღლები ძალიან ენერგიულები და აქტიურები არიან. თამაშში შეიძლება გაერთონ და უნებურად გატკინონ. ეს არაა დამცველობითი ინსტიქტი, ეს ემოციების მოზღვავებაა.

 

2. კურო

აუჩქარებელმა, ოდნავ ზარმაცმა კუროებმა სიამოვნების გემო იციან. არასასიამოვნო მოვლენებმა შესაძლოა დიდხანს ამოაგდონ ისინი კალაპოტიდან. ბედნიერ შემთხვევას დაელოდებიან და საკუთარი ინიციატივით სვლას ნაკლებად დაიწყებენ.

მოფსი

მოფსი მთავარი სიამოვნებისკენ – ჭამისკენ ილტვის. ამიტომაც ეს მშვენიერი არსებები სიპუტკუნისკენ არიან მიდრეკილნი. მოფსი ხშირად ისვენებს სეირნობის შემდეგ და უშფოთველად ძინავს დივანზე.

 

3. ტყუპები

ტყუპები მუდამ რაღაცას იგონებენ, რადგანაც უსაქმოდ ჯდომა არ შეუძლიათ. ბევრი მათგანი ბავშვურ მოუსვენრობას სიბერემდე ინარჩუნებს. ტყუპებთან ნამდვილად ვერ მოიწყენთ.

ლაბრადორ-რეტრივერი

კეთილი და ძალიან მოძრავი ძაღლები ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიანებადაც ითვლებიან. ყველა ბრძანების შესრულება ადვილად გამოსდით, ამიტომაც გარშემომყოფებში მუდამ სიყვარულს იმსახურებენ. გიჟდებიან სეირნობაზე.

 

4. კირჩხიბი

ხშირად გულნატკენი კირჩხიბები მუდამ არიან მიჯაჭვულნი ოჯახს. ოჯახის წევრები ხომ ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მათ ნამდვილად ვერ გაანაწყენებენ. სხვების ემოციებს კარგად იღებენ, მაგრამ საკუთარს ცუდად გამოხატავენ.

უიპეტი

ეს ძაღლები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ოჯახში კონფლიქტური ატმოსფერო მძიმედ გადააქვთ. თქვენ პარტნიორთან იჩხუბებთ და ამით უიპეტი დაავადდება. ის თქვენ ძალიან გეჯაჭვებათ, მაგრამ ახალ ადამიანებთან საკმაოდ თავდაჭერილია.

 

5. ლომი

ლომები ნამდვილი ლიდერები არიან: მამაცები, კეთილის მოსურნეები და პასუხისმგებლიანები. ისინი გიჟდებიან საჯარო გამოსვლებზე და საყოველთაო ყურადღებაზე. მტკივნეულად გადააქვთ კრიტიკა, ამასთან თვითშეფასება ძალიან მაღალი აქვთ.

გერმანული ნაგაზი

დიდი, კეთილი და ერთგული ძაღლი გემსახურებათ მაშინ, თუ ლიდერად გაღიარებთ. გერმანული ნაგაზები კეთილშობილირად იქცევიან, ამიტომაც მათ გარემოცვაში თავს უსაფრთხოდ გრძნობთ.

 

6. ქალწული

ეს ნიშანი ძალიან პრაქტიკული და მოწესრიგებულია. შეიძლება მათ შემოქმედებითი ნიჭი არ ჰქონდეთ, მაგრამ ბრძენები ნამდვილად არიან. ნებისმიერ ყოფით სიტუაციაში შეუძლიათ საქმიანი რჩევა მოგცენ და ცხოვრებისეული პრობლემები გადაგიჭრან.

კოლი

კოლის პატრონთან საოცარი კავშირის დამყარება შეუძლია. წვრთნას ადვილად ემორჩილებიან და ძალიან განებივრებულები არ არიან.

 

7. სასწორი

სასწორებს გადაწყვეტილებას მიღება უჭირთ, მაგრამ სამართლიანები არიან. ისინი ძალიან ტაქტიკურები არიან და ამას ხშირად, ახლო ადამიანებთანაც ავლენენ. ამის გამო გაუცხოებულებად აღიქვამენ.

Italian Greyhound

ისინი ძალიან არისტოკრატიულად გამოიყურებიან და სენსიტიურებიც არიან. თუმცა, შეუძლიათ პატრონის მოთმინება გამოსცადონ. ზოგადად, ამ ძაღლებს მარტოობა უყვართ.

 

8. მორიელი

შემწინააღმდეგებელ და ძლიერ მორიელს ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლია. მას არ ეშინია სირთულეების და შედეგების. ურთიერთობაში მომთხოვნები არიან, მათი ნდობა უნდა დაიმსახუროთ.

სენბერნარი

სენბერნარი დიდი და კეთილი ძაღლია მასიური თათებით. მათ არ აშინებთ ამინდი და ადგილის რელიეფი. ეს შრომისმოყვარე და ერთგული ჯიში ადამიანებს ნებისმიერ გასაჭირში იხსნის.

 

9. მშვილდოსანი

ისინი ძალიან კეთილი და აქტიური ადამიანები არიან. შეუძლიათ ექსცენტრიკულები იყვნენ და საზოგადოებაში ახლობლები შეაწუხონ. მათგან გამომსჭვალული ოპტიმიზმის წყალობით, კამპანიის საყვარელ წევრებად აღიქმებიან.

ტაქსა

ეს პატარა ძაღლები დამოუკიდებლები და ამაყები არიან. ისინი აღმერთებენ თავიანთ პატრონებს, უყვართ მათი გართობა და ზოგადად გართობა.

 

10. თხის რქა

თხის რქას დისციპლინა და წესრიგი უყვარს. შეუძლიათ ცივსისხლიანები და უემოციოები იყვნენ, მაგრამ არა სასტიკები. მოულოდნელ სიტუაციებში იბნევიან.

Borzoi/Russian wolfhound

ეს განმსჯელი და მშვიდი ძაღლი წვრილმანსაც გაეკიდება: ფესვებით მონადირეებმა საკუთარი თავის გამოვლენა იციან. მისი ქცევა შესაძლოა მოკრძალებული გეჩვენოთ, მაგრამ მას მოფერება და ყურადღება ძალიან უყვარს.

 

11. მერწყული

მერწყულებს შორის ხშირად არიან ექსპერიმენტატორი ადამიანები და კარგი მეგობრები. ისინი ხშირად ურთიერთობენ ბევრ საინტერესო ადამიანთან, ცდილობენ წამოიწყონ სარისკო პროექტები და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ყველაფერი ახალი გამოსცადონ.

ჯეკ რასელ ტერიერი

ეს “ძაღლი ბატარეები” არიან. აქტიურები და ცნობისმოყვარეები გიჟდებიან ადამიანთა თავშეყრაზე და მუდამ გამოხატავენ საკუთარ თავს.

 

12. თევზები

თევზები რომანტიკული და აზარტული ნატურები არიან. მიდრეკილნი არიან დაუფიქრებელი ჟესტებისკენ, მაგრამ ბრძოლაში აბსოლიტურად დაუცველები არიან. მათ თავდაუზოგავი მსახურობა შეუძლიათ და ამის გამო შეიძლება მატერიალურად არამდგრაფები იყვნენ.

დირჰაუნდი

მშვიდები და ჩუმები სახლსა თუ ბინაში,  მუშაობაში უძლეველები არიან. ნადირობა და პატრონის დაცვა მათი საყვარელი საქმიანობაა.