მთავარი საკითხავი მარტივი ხრიკი, რომელიც თქვენს სარეცხ მანქანას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს

მარტივი ხრიკი, რომელიც თქვენს სარეცხ მანქანას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს

by guramus

სარეცხის მანქანა უკვე ყველა დიასახლისის განუყოფელი “მსახურია”. თუმცა დროთაგანმავლობაში მასში უამრავი ბაქტერია და ნადები გროვდება. საჭიროა გამორეცხვა, რათა მანქანამ დიდხანს და ერთგულად გვემსახუროს. ნადები პირველი მტერია.

სარეცხი მანქანის გამორეცხვა ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ მცირე რაოდენობის ვაშლის ძმარი. ჩართეთ მანქანა, დააყენეთ 90°-ზე და ჩაასხით 1 ჭიქა ვაშლის ძმარი. შედეგად, ვაშლის ძმარი მოაცილებს, ხოლო ცხელი წყალი კი გარეთ გამოდევნის ნადებს. მანქანა ისევ ახალივით იქნება.

ვაშლის ძმარი ძლიერი გამხსნელი საშუალებაა. მანქანაში შემავალი წყალი ჩვეულებრივი რეცხვისას დეტალებზე ტოვებს ნადებს, მარილებს, რომლებიც აზიანებს მათ. ვაშლის ძმარი კი ადვილად ხსნის მარილებს და წყალთან ერთად გამოდევნის.

მას შემდეგ, როდესაც გამოხარშავთ მანქანას, არ დაგავიწყდეთ კარგად გამორეცხოთ ბარაბანი ცივი წყლით, რათა სრულად გამოიდევნოს მარილები.