ფროიდისეული ტესტი: რეალურად რა არის თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი?

by guramus

მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი. გამორთეთ ლოგიკა და ჩართეთ წარმოსახვა. მოემზადეთ ტესტისთვის.

1. წარმოიდგინეთ, რომ ზღვაში ხართ და წყალს აკვირდებით. რას გრძნობთ?

2. სეირნობთ ტყეში და მიწაზე იყურებით. რას ხედავთ? დაწერეთ რა გრძნობა დაგეუფლათ

3. ხედავთ, რომ თქვენ თავთან თოლიები დაფრინავენ. რა გრძნობა გეუფლებათ?

4. უყურებთ მორბენალ ცხენებს. რა ემოციას ბადებს ეს ყველაფერი თქვენში?

5. წარმოიდგინეთ, რომ ხართ უდაბნოში. თქვენს წინ დიდი კედელია. მის გარდა ვერ ხედავთ ვერაფერს. კედელში პატარა ხვრელია, მანდ თუ გაიხედავთ ოაზისს დაინახავთ. რას გააკეთებდით ამ მომენტში?

6. უდაბნოში ხეტიალისას აღმოაჩინეთ წყლით სავსე ფიალა. რა რეაქცია გექნებოდათ?

7. ღამით ტყეში დაიკარგეთ. უცბათ შეამჩნიეთ სახლი სადაც სინათლეა. იფიქრეთ, რას გააკეთებდით ასეთ დროს?

8. მოხვდით ნისლში, ხილვადობა თითქმის შეუძლებელია. რას გააკეთებდით პირველს?

 

გაინტერესებთ რას ნიშნავს თქვენი პასუხები?

1. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, თქვენი ემოციები და სურვილები

2. ასეთი დამოკიდებულება გაქვთ ოჯახთან. აქედან იკვეთება რას გრძნობთ ოჯახის წევრებზე

3. თქვენი დამოკიდებულება ქალისადმი

4. თქვენი დამოკიდებულება კაცისადმი

5. ეს არის პრობლემის მოვარების თქვენეული სტრატეგია

6. აი, ასე ირჩევთ თქვენს მეორე ნახევარს

7. თქვენი მზაობა ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე

8. თქვენი დამოკიდებულება სიკვილზე

ასევე დაგაინტერესებთ